STV
რეგიონი

ჩხოროწყუში გაზიფიცირებასთან დაკავშირებული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტისათვის საჭირო მკვებავი გაზსადენის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოები ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ და მერის პირველმა მოადგილე გოჩა ჩიქოვანმა დაათვალიერეს.

პროექტს შპს ,,ენერჯი ინვესტი 2009“ ახორციელებს. სამუშაოებში ჩართულია ადგილობრივი მოსახლეობაც. პროექტის ფარგლებში განხორციელდება მიწისქვეშა და მიწისზედა გაზსადენის მონტაჟი, რეგულატორებისთვის ინდივიდუალური განშტოების მოწყობა. პროექტი ქალაქის სრულ გაზიფიცირებას ითვალისწინებს. სამუშაობი 12 თვეში დასრულდება და ქალაქ ჩხოროწყუში მცხოვრებ 2100 ოჯახს შესაძლებლობა მიეცემა ჩაერთოს ბუნებრივი აირის ქსელში.

გაზიფიცირების სამუშაოები მუნიციპალიტეტის სოფლებში მომავალი წლიდან დაიწყება.

Related posts

სამეგრელოს გუბერნატორი კომბინატის დასახლებაში მცხოვრებ ადგილობრივებს შეხვდა

რედაქტორი

გარევაჭრობა ზუგდიდში – რას ფიქრობს ხალხი, არასამთავრობოები და რას აპირებს ხელისუფლება?! [ვიდეო]

რედაქტორი

ინფრასტრუქტურული პროექტების საკითხებზე საჯარო შეხვედრა გაიმართა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი