STV
ექსკლუზივი

ექსკლუზივი: ზუგდიდის მერია საკადრო ცვლილებებისთვის ემზადება – ვინ გახდება ვიცე მერი?

ზუგდიდის მერიას მალე ვიცე მერი და მერის ორი მოადგილე ეყოლება. აღნიშნულთან დაკავშირებით, მერიაში ოფიციალურ კომენტარს ჯერ არავინ აკეთებს, თუმცა ახალი ამბების სააგენტო STV-თვის ექსკლუზიურად ხდება ვიცე მერისა და მერის ახალი მოადგილეების ვინაობა ცნობილი.

ზუგდიდის არჩეული მერის, გიორგი შენგელიას პირველი მოადგილის, იგივე ვიცე მერის თანამდებობას სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნიის მაღალი თანამდებობის პირი დაიკავებს. ნუგზარ გაბელია გუბერნიაში ამ დრომდე რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსის თანამდებობას იკავებს.

რაც შეეხება კიდევ ორ მოადგილეს. ვაკანტურ თანამდებობებს კონსტანტინე უბერს და გიგა ფარულავას ჩააბარებენ. უბერი ზუგდიდის მერიაში ახალგაზრდულ მიმართულებებს გაუწევს კურირებას, ხოლო გიგაა ფარულავა, რომელიც ამ დრომდე შესყიდვების სამსახურს ხელმძღვანელობს, მერის მოადგილე გახდება. ფარულავა მერიაში ჯანდაცვას და სოციალურ მიმართულებებს ჩაიბარებს.

STV-ს ინფორმირებული წყაროს ცნობით, ზუგდიდის მერიაში რამდენიმე სამსახურის გაერთიანება იგეგმება. გამომმდინარე აქედან, გამორიცხული არ არის, რომ მერია რამდენიმე მოქმედმა მაღალჩინოსანმა და თანამშრომლებმა დატოვონ.

ჯერჯერობით ისევ უცნობია ვიცე მერის და მერის მოადგილეების წარდგენის ზუსტი თარიღი. როგორც ზუგდიდის მერიაში აცხადებენ, არჩეული მერი მერის მოადგილეებსა და ვიცე მერს უახლოეს დღეებში წარადგენს.

Related posts

ქარწაღებული ხიდის ისტორია – ტენდერში გამარჯვებული კომპანია მერის სიძის აღმოჩნდა

რედაქტორი

“ღამის საათებში ხელყუმბარა და მოლოტოვის კოქტეილი შემოგვიგდეს”-რა მოხდა ზუგდიდში 2003 წელს?!

რედაქტორი

გიორგი შენგელია მერის მოვალეობის შესრულებას ორშაბათს შეუდგება – ვინ იქნება ვიცე მერი?

რედაქტორი

დატოვე კომენტარი