STV
რეკლამა

პროექტი „დანერგე მომავალი“ – კენკროვანი კულტურების გაშენებისთვის

ჟიული შარტავას სახელობის სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში გამართულ შეხვედრაზე, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს/APMA სენაკის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის მთავარმა სპეციალისტმა გიორგი ხარგელიამ, მერის წარმომადგენლებს ადმინისტრაციულ ერთეულებში, სახელმწიფო პროექტის „დანერგე მომავალი“ კენკროვანი კულტურების დაფინანსების ქვეკომპონენტში შესული ცვლილებები გააცნო.

შეხვედრას სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, ადმინისტრაციულ ერთეულებში კოორდინაციის განყოფილების და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს/APMA სენაკის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სახელმწიფო პროექტში „დანერგე მომავალი“ ხეხილის ბაღების თანადაფინანსების ახალი ქვეკომპონენტი -„კენკროვანი კულტურები“ – ლურჯი მოცვის, მაყვლის და ჟოლოს ინტენსიური ბაღების კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალში გაშენების დაფინანსებას ითვალისწინებს.

აღნიშნული პროგრამა მცირემიწიან ფერმერებს აძლევს შესაძლებლობას განავითარონ საკუთარი მცირე ფერმერული მეურნეობები და მიიღონ სარგებელი.

ფერმერები, რომლებიც შესაბამის ტესტირებას გაივლიან და მზად იქნებიან პროგრამაში ჩასართავად, სახელმწიფოს მხრიდან სრულ 100 %-იან დაფინანსებას მიიღებენ.

ახალი ქვეკომპონენტის ფარგლებში, დაფინანსდება შესაძენი ნერგების ღირებულების 100%, როგორც ადგილობრივ ბაზარზე შეძენისას, ასევე მათი იმპორტის შემთხვევაში, ასევე, წვეთოვანი სარწყავი სისტემების ღირებულება, საჭიროების შემთხვევაში კი – ბაღის გაშენებისათვის საჭირო მასალების ღირებულების 100%.

პროექტი მიზნად ისახავს მრავალწლოვანი კულტურების გაშენების გზით საქართველოში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწების ეფექტიან გამოყენებას, რის შედეგადაც, მოხდება იმპორტირებულის ქართული პროდუქციით ჩანაცვლება, გაიზრდება ექსპორტი, გაადვილდება გადამამუშავებელი საწარმოების ნედლეულით უზრუნველყოფა და სოფლად მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდება.

დაინტერესულ პირებს დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეუძლიათ მიმართონ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს/APMA სენაკის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრს.

Related posts

სენაკში, ვეტერანებისთვის საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩატარდა

რედაქტორი

სენაკში მყარი ნარჩენების მართვის პროექტთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

რედაქტორი

ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის მონიტორინგი სენაკში

რედაქტორი

დატოვე კომენტარი