STV
რეკლამა

სენაკის მერიაში მონიტორინგის ჯგუფთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი პირველ მოადგილესთან გრიგოლ ბაღათურიასთან და მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილთან ერთად საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალიტეტის ორგანოებთან ურთიერთობისა და რეგიონებში განხორციელებული პროექტების დეპარტამენტის უფროსს ირაკლი თოფურიას, სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილეს ირაკლი ჯიქიას, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეს მალხაზ თორიას, შპს ,,თი აი ეი ჯი” აუდიტესკორტის ინსპექტირების ორგამოს ხელმძღვანელს თემურ ჯიქიას შეხვდა.

სამუშაო შეხვედრაზე დეტალურად იქნა განხილული მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტუქტურული პროექტების ვადებში და ხარისხიანად დასრულების საკითხი.

საქართველოს ვიცე-პრემიერ მინისტრის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის დავალებით შექმნილი სამუშაო ჯგუფი, რომელშიც ჩართულნი არიან, როგორც სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე მშენებლები, ექსპერტები, რწმუნებულის ადმინისტრაცია და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები, რეგიონებში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას ყოველდღიურ რეჟიმში აკვირდებიან.

Related posts

პრინციპული არჩევანი – ზუგდიდი ირჩევს სალომეს (ნაწილი IV)

რედაქტორი

,,ევროპის მემკვიდრეობის დღეები 2019” სენაკში დასრულდა

რედაქტორი

სენაკში რემა შელეგიასა და ნოკო ხურციას ხსოვნისადმი მიძღვილი საღამო გაიმართა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი