STV
რეგიონი

ანაკლიაში „მომავლის ბანაკი” საზეიმო ვითარებაში გაიხსნა

ანაკლიაში, დღეს, „მომავლის ბანაკი” საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. ბანაკის ოფიციალურ გახსნას, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია და ბავშვთა და ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელი, გიგა გაბელაია დაესწრო.

ზუგდიდის მერმა, ახალგაზრდებს ბანაკის გახსნა მიულოცა და მის სიმბოლურ დატვირთვაზე ესაუბრა. – „ მე მჯერა აქ გატარებული დღეები შეგმატებთ ახალ მეგობრებს, შეგძენთ ახალ უნარებს და რაც ყველაზე მთავარია, ეს ბანაკი მდებარეობს აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან და თქვენ შეგიძლიათ გაუკეთოთ მშვიდობიანი გზავნილი თქვენს აფხაზ თანატოლებს. მშვიდობიან და ერთიან ქვეყანაში ცხოვრებას გისურვებთ” – აღნიშნა ახალგაზრდებთან სიტყვით მიმართვისას გიორგი შენგელიამ.

„მომავლის ბანაკის“ მიზანია, თანატოლგანმანათლებლობის პრინციპებზე დაყრდნობით ახალგაზრდების გადამზადება, მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენელი ბავშვებისა და ახალგაზრდების სოციალიზაციის ხელშეწყობა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და დანერგვის ხელშეწყობა, მონაწილეთა შორის შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენა.

პროექტი არაფორმალური განათლების მეთოდოლოგიით განხორციელდება და გაეროს მდგრადი განვითარების ერთ-ერთი მიზნის შესაბამისად ბანაკის ძირითად თემად განისაზღვრება: დედამიწის ეკოსისტემების დაცვა, აღდგენა და მდგრადი გამოყენება, ტყეების გონივრული მართვა, გაუდაბურების აღკვეთა, ნიადაგის დეგრადაციის შეჩერება და აღდგენა-გაუმჯობესება, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება. წელს ბანაკი მოზარდებს 10 ნაკადად მიიღებს. ჯამში 3 000 -მდე მოსწავლე უფასოდ დაისვენებს!

Related posts

ირაკლი ჩიქოვანი – გაერთიანებული ოპოზიცია ზუგდიდში დაძაბულობის და დაპირისპირების კერების შექმნას ცდილობს

რედაქტორი

ხელისუფლება ზუგდიდში ადგილობრივების პრობლემებით ინტერესდება

რედაქტორი

სოფელ ჯიხაშკარში გზის მოთხოვნით საპროტესტო აქცია ადგილობრივებმა გამართეს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი