STV
რეგიონი

კონსტანტინე კაკავა – ჩვენ ვიქნებით ხელმისაწვდომი თითოეული მოქალაქისთვის ნებისმიერ დროს

ზუგდიდის მერის მოადგილე კონსტანტინე კაკავა წარდგენის შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს. კაკავას განცხადებით, ახალი გუნდი მიიღებს სწრაფ და ეფექტურ გადაწყვეტილებებს, რაც ნებისმიერი ადამიანის საჭიროების დასაკმაყოფილებლად და პრობლემის მოსაგვარებლად იქნება აუცილებელი.

“თითოეული მოქალაქე იგრძნობს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა მას გვერდში უდგას. ჩვენ მივიღებთ სწრაფ და ეფექტურ გადაწყვეტილებებს, რაც ნებისმიერი ადამიანის საჭიროების დასაკმაყოფილებლად და პრობლემის მოსაგვარებლად იქნება აუცილებელი.

ჩვენი საქმიანობის უმნიშვნელოვანესი ნაწილია მუნიციპალიტეტის მართვაში ახალგაზრდების ჩართულობა, რაზეც თავის წინასაარჩევნო პროგრამაში ბატონი გეგა განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა, იქნება ჩვენი პრიორიტეტი. ახალგაზრდები იგრძნობენ, რომ მათი ენერგია, იდეები და ინოვაციური მიდგომები სჭირდება ჩვენს მუნიციპალიტეტს.

მთავარი რამ, ჩვენ ვიქნებით ხელმისაწვდომი თითოეული მოქალაქისთვის ნებისმიერ დროს, ჩევნ უნდა ვიყოთ ერთნი და ამ ერთობით შვძლებთ ავაშენოთ ისეთი ზუგდიდი, რომელიც თითოეულ ჩვენგანს გვეოცნებება”,-აღნიშნავს კონსტანტინე კაკავა.

Related posts

სენაკში, სტიქიის ობიექტების სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება

რედაქტორი

გიორგი გახარია ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით ზუგდიდში იმყოფება

რედაქტორი

ზუგდიდში, დეცენტრალიზაციის ეროვნული სტრატეგიის პროექტზე საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი