STV
სხვა ამბები

,,შატო დემი’’- ღვინის მარანი, საოჯახო სასტუმრო ზღაპრული ეზოთი და ტრადიცული ქართული სუფრა ბროწეულაში

კომუნიკაციებისა და პიარის სპეციალისტი ლელა კიკალეიშვილი სოციალურ გვერდზე მორიგ პოსტ აქვეყნებს, სადაც ამჯერად ,,შატო დემი“-ზე საუბრობს, რომელიც უცხოელი და ქართველი ტურისტებისთვის ერთ-ერთ მიმზიდველ ადგილად იქცა.

,,შატო დემი’’ ასე ქვია ადგილს ,რომელიც თბილისიდან სულ რაღაც 30 წუთის სავალ გზაზეა! სოფელი ბროწეულა ნორიო-მარტყოფის გზაზე მდებარეობს, დასახლება, რომელიც არც ისე შორია თბილისიდან ჰავაც განსხვავებულია და სიმწვანეშია ,,ჩაფლული”,

წარმატებული ქალთა კლუბიდან ამჯერად ჭანიების ოჯახს ვესტუმრეთ, ქალბატონი გულიკო და მისი შვილი ანა,ასევე კლუბის წევრები არიან!
ჭიშკართან მისულებს ოჯახის ყველა წევრი შეგვეგება-საოცარი სტუმართმოყვარე,გულღია,უშუალო და უბრალო ადამიანები დაგხვდნენ ბროწეულაში! პირველ ემოციებს ეზოში როგორც კი ფეხს შეაბიჯებთ იმ წამიდან იგრძნობთ -დახვეწილი გემოვნებით,თანმიმდევრულად და ყველა დეტალის გათვლით გათვალისწინებული,შესაბამისი დიზაინითა და ფერთა გამით შექმნილი საოცრად მშვიდი, ჰარმონიული და ზღაპრული გარემო გხვდება!

მინდა გამოვყო ოჯახის უფროსი-ბატონი დიმიტრი ჭანია,რომელიც ეზოში მდგარი ხეების,მარადმწვანე მცენარეების,ყვავილების ისტორიას საგულდაგულოდ გვიყვებოდა,გვიხსნიდა და მთელი გულით ,სიყვარულით გადმოცემდა მის ბაღში გაშენებულ თითოეული ბუჩქისა თუ მცენარის ამბებს! იცით რა დიდი შრომა და სიყვარული დავინახე ამ ყველაფრის მიღმა? როგორ ეფერებოდა მის დარგულ , მოვლილ ნაყოფს!ახარებდა ,ჩვენ სახეზე ამ გაოცების ემოციებს რომ ამჩნევდა!

შემდეგ უკვე გადავინაცვლეთ ბატონი დიმიტრის სახელობის მარანში ,სადაც ყოველწლიურად 28 ქვევრში 20 ტონამდე ღვინოს ასხამენ. რთველი იქვე ეზოს მიმდებარე ტერიტორიაზეა გაშენებული.ეზოს არა მხოლოდ უფროსი თაობის ,არამედ პატარების შემოქმედებითი კვალიც უკვე ეტყობა! ბავშვებიც ამ ასაკიდან ჩართულები არიან ეზოს გალამაზება-გაშენების პორცესში!
რამდენიმე საათიანი ესკურსის შემდეგ სახლში გადავინაცვლეთ,სახლი უკვე საოჯახო ტიპის სასტუმროდ არის მოწყობილი, ძირითადად ოჯახს უცხოელი ტურისტები სტუმრობენ.
შემდეგი ნაწილი ქართულ სუფრა იყო!!სუფრას თითქმის ყველა კუთხის ტრადიციული კერძი ამშვენებდა. სადღეგრძელოების,მოლხენისა და კერძების დაგემოვნების შემდეგ,კვლავ ეზოში,ამჯერად ღია ვერანდაზე გადავინაცლეთ ,სადაც გიტარაზე ქართული და უცხოურ მუსიკის ჰანგები გვიან ღამემდე ისმოდა.

ამ შესანიშნავი საღამოს დასასრულს საჩუქრად ყველა სტუმარს ,,შატო დემის” ექსკლუზიური ღვინო გადმოგვეცა!

ბევრი ოჯახი მინახავს საქართველოში და პროფესიიდან გამომდინარე თითქმის ყველა კუთხეში ვყოფილვარ! კარგი მასპინძლობა ვიცით,მოლხენა,შრომა, მაგრამ ასეთი ჰარმონიული,ბუნებრივი ხალხი, ყველა წევრს რომ ერთმანეთის უსოტყვოდ ესმის,ოჯახის ყველა წევრი გაბრწყინებული თვალებით რომ უმზერს ერთმანეთს ,ასეთი პოზიტიური ადამიანები იშვიათია! სხვაგვარად ეს დიდი მამული ვერ აშენდებოდა!
იცოდეთ ,რომ ბროწეულაში არის ჭანიების ოჯახი- ღვინის მარნით, საოჯახო სასტუმრო ზღაპრული ეზოთი და ყველაზე მთავარი, ამ ოჯახს საოცარი ადამიანები ქმნიან!
მადლობა მათ ამ დაუვიწყარი მასპინძლობისთვის და წარუშლელი შთაბეჭდილებებისთვის!

Related posts

მზეკო ჟვანია – დასრულდა ჩემი და “იბერიას” მრავალფეროვანი ყოველდღიურობა

რედაქტორი

დავით ცინცაძე – უაღრესად დიდი პასუხისმგებლობა ვიგრძენით, როდესაც სცენაზე დავდექით

რედაქტორი

მაღალჩინოსნების ხელფასებზე და დანამატებზე ინფორმაცია სპეციალურ ვებგვერდზე განთავსდა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი