STV
რეგიონი

ნარაზენის ადმინისტრაციულ ერთეულში, საპერტიოს უბანში, ხიდი მოეწყო

დასრულებული სამუშაო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ დაათვალიერა და მოსახლეობის საჭიროებებს გაეცნო.

ხიდის მოწყობაზე 35 756 (ოცდათხუთმეტი ათას შვიდას ორმოცდათექვსმეტი) ლარი დაიხარჯა, სამუშაოები შ.პ.ს ,,ვით XXI”-მა შეასრულა.

აღნიშნულ უბანში ხიდი ავარიულ მდგომარეობაში იყო და მოსახლეობის გადაადგილებას საფრთხეს უქმნიდა.

საპერტიოს უბანში ხიდთან ერთად გაბიონიც მოეწყო.

Related posts

მანქანის “კაპოტზე” შემომჯდარი პარტიის თავმჯდომარე განმარტებებს აკეთებს [ვიდეო]

რედაქტორი

ბიძინა ივანიშვილი ზუგდიდში მეუფე გერასიმეს შეხვდა

რედაქტორი

სამეგრელოში ადგილობრივი ხელისუფლება ხალხთან შეხვედრებს განაგრძობს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი