STV
პოლიტიკა

თენგიზ ხარჩილავა – დიქტატურა არ გავა !!!

ზუგდიდის საკრებულოს ყოფილი წევრი, თენგიზ ხარჩილავა საქართველოში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. ხარჩილავა აცხადებს, რომ სახეშეცვლილი “ნაციონალური მოძრაობის” სახით ხელისუფლებაში დაბრუნებას ლამობს, რაც თავისთავად დიქტატურის დამყარებას ნიშნავს.

“ეს სიტყვები სააკაშვილების, ბოკერიების, რატიანების, გვარამიების,  სამადაშვილების, ბოკუჩავების, ნადირაძეების, ადეიშვილების, ჩარკვიანების და მრავალი მათ ნაირების პოლიტიკურმა მამობილმა ედუარდ შევარდნაძემ წარმოთქვა წლების წინ. ის ამასთანავე წლების განმავლობაში მოძღვრავდა და ასწავლიდა ხეზე ძრომიალს ამ ზემოთ ჩამოთვლილ არამზადებს და მათ დამქაშებს.

ჩვენს ქვეყანას საფრთხე ემუქრება დემოკრატიის სახელით, დიქტატურა მოდის. სახე შეცვლილი, ნიღაბს ამოფარებული, ნაციონალური მოძრაობა. თავისი პირწავარდნილი ტელევიზიის მეშვეობით ცდილობს  საქართველოზე უზომოდ შეყვარებული ქართველი ხალხი შეცდომაში შეყვანოს. ქართველებს თვალები დათხაროს ეს უკვე მერამდენეჯერ, თვითონ კი წყლიდან მშრალი ამოვიდეს და თავისი ბინძური ხელები ხელისუფლებას შეახოცოს. მე არ მინდა დავიჯერო რომ ქართველი ერი და საქართველოში მცხოვრები ხმის მიცემის უფლების მქონე სხვა ერები ამას დაიჯერებენ და მხარს  ნაცისტებს დაუჭერენ. ეს არ მოხდება.

მე ვიზიარებ საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრის ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის ბატონ  გოჩა ფიფიას მიდგომებს  გამოთქმულს მის ინტერვიუში. ამასთანავე ბატონი ზურაბ კვარაცხელიას მოსაზრებებს, რომელიც გაზეთ ილორის ფურცლებზე იქნა გაჟღერებული.

გოჩა ფიფია 2003 წლამდე და 2003 წლიდან მოყოლებული საკუთარი სიცოცხლის სასწორზე შემოდების ფასად, ებრძოდა და ამხელდა სააკაშვილის რეჟიმს, რაც ძალიან ძვირი უჯდება მის ოჯახს. მე მთელი ამ ხნის განმავლობაში მისი თანამოაზრე და თანამებრძოლი ვიყავი, მისი საარჩევნო შტაბის  შემდგომ მისი ბიუროს უფროსი გახლდით და ყველაფერი ვიცი, როგორი გაწამებული იყო მისი ოჯახი სააკაშვილის რეჟიმის მიერ, იმ ძნელბედობის ჟამს თითებზე ჩამოსათვლელი ზუგდიდელები თუ ბედავდნენ და უწევდნენ წინააღმდეგობას იმ დროს არსებულ რეჟიმს და ხმალამოღებული გზას უკაფავდნენ საღ აზრს, საზოგადოებას უტყუარ ინფორმაციას აწვდიდნენ მიმდინარე პოლიტიკურ  პროცესებთან დაკავშირებით და ამხელდნენ სააკაშვილის რეჟიმს.

ამ შემთხვევაში მე ვწერ იმას რასაც ვგრძნობდი წლების განმავლობაში,  ვგრძნობ და განვიცდი  დღესაც”,-წერს თენგიზ ხარჩილავა წერილიში, რომელიც ახალი ამბების სააგენტო STV NEWS-ს გამოუგზავნა.

Related posts

სალომე ზურაბიშვილი – სასახლეში მივალ, რომ დღევანდელ პრეზიდენტს შევხვდე

რედაქტორი

სოციოლოგი: სალომე ზურაბიშვილი მეორე ტურში 52%-ზე მეტს აიღებს

რედაქტორი

სააკაშვილი – მარგველაშვილი შევიდა იმ სასახლეში, რომელიც მე ავაშენე, მან კი მოქალაქეობა ჩამომართვა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი