STV
კრიმინალი

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1972 წელს დაბადებული ლ.მ. და 1971 წელს დაბადებული ბ.გ. დააკავეს.

შსს-ს ცნობით, დანაშაული რვიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„სამართალდამცველებმა ბრალდებულებისგან რვა შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მეტადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

Related posts

ზუგდიდში, გვიან ღამით ათონის მთაზე მოღვაწე ბერი გიგა ქავთარაძე დაკავეს

რედაქტორი

სამეგრელოში უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს

რედაქტორი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფოთში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი