STV
რეკლამა

ქართველთა და ებრაელთა სიყვარულის უკვდავსაყოფად სენაკში კონცერტი გაიმართა

სენაკს ისრაელში, ქალაქ ბერშევას მერიასთან არსებული ქორეოგრაფიულ ანსამბლ ,,შალვას“ სამხატვრო ხელმძღვანელი, წლების მანძილზე ჩვენს ქალაქში მოღვაწე ქორეოგრაფის, შალვა ეფრემაშვილის ვაჟი დავით ეფრემაშვილი, ვაჟებთან და ქორეოგრაფიული ანსამბლის მოცეკვავეებთან ერთად, ესტუმრა.

ღონისძიებას, რომელიც საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის სენაკის ორგანიზაციის, ქორეოგრაფიული სტუდია ,,კუჩხიბედნიერის“ ორგანიზებითა და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი გივი მისაბიშვილი, ქალაქ ფოთის ფოლკლორის ცენტრის დირექტორი გიგლა თურქია, ქორეოგრაფიული სექტორისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ქალაქ ბერშევას მერიასთან არსებულ ქორეოგრაფიულ ანსამბლ ,,შალვას“ (სამხატვრო ხელმძღვანელი დავით ეფრემაშვილი), შალვა (ჯამუ) გარუჩავას სახელობის სახალხო ქორეოგრაფიულ ანსამბლ ,,კუჩხიბედინერის“ (ქორეოგრაფი ზვიად გვასალია), მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრთან არსებული სახალხო ქორეოგრაფიულ ანსამბლ ,,კოლხის“ (ქორეოგრაფი გიორგი კორშია) მოცეკვავეები და ფოლკლორული ანსამბლი ,,გოგალაი”. 🇬🇪🇦🇷ორი ერის – ქართველთა და ებრაელთა ღირსეული შვილის დავით ეფრემაშვილის მშობლიურ სენაკში სტუმრობა, რომელიც ისრაელში, ქართული ცეკვის ფენომენის პოპულარიზაციას ემსახურება, მუდამ დღესასწაულია ქართული ქორეოგრაფიისა, ქართველთა და ებრაელთა სამაგალითო მეგობრობისა. დღესაც ეს საუკუნეობრივი სიყვარული და ძმობა, სცენაზე დანთებული ქართული ცეკვის ეშხსა და ლაზათში იქნა ჩაქსოვილი.

Related posts

მყარი ნარჩენების მართვის საკითხებზე სენაკის მერიაში შეხვედრა გაიმართა

რედაქტორი

სახალხო დღესასწაულისთვის, ,,ეგრისობა 2019”-თვის მზადება დაწყებულია

რედაქტორი

სოფელ ზუმში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი