STV
რეგიონი

ფოთში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით ფონდი “ქართუ” დაინტერესდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ, მოადგილეებთან,  ფონდ ,,ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარესთან ნიკოლოზ ჩხეტიანთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ფოთში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები დაათვალიერა. ძეგლები ავარიულ მდგომარეობაშია და სასწრაფო რეაბილიტაციას საჭიროებს.

ალექსანდრე მოწერელიამ, ნიკოლოზ ჩხეტიანთან ერთად ტელეკომპანია „ფაზისის“, სახელმწიფო უშიშროების ყოფილი შენობები დაათვალიერეს, ასევე იმყოფებოდნენ  მოსწავლე ახალგაზრდობის შემოქმედებითი ცენტრის, საბავშვო ბიბლიოთეკის და სამხატვრო სკოლის შენობებში, რომლებიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს წარმოადგენს.

,,კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობა ფოთში არის ძალიან სავალალო, განსაკუთრებით სავალალო მდგომარეობაში არის სახელმწიფო უშიშროების ყოფილი შენობა, რომელიც  კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, მისი ავტორი ცნობილი არქიტექტორი ედმუნდ ფრიკია. მიმდინარეობას მოლაპარაკება მის ამჟამინდელ მფლობელთან და გადმოცემის შემთხვევაში აუცილებლად მოხდება მისი სრული რეაბილიტაცია. ასევე გავეცანით ჩვენ სხვა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობასაც, რომლებიც ფოთში მდებარეობს. ჩვენი მოვალეობაა რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს მათი რეაბილიტაცია, რადგან ის დარჩეს ჩვენს ქალაქს, მოსახლეობას და ჩვენს მომავალ თაობას” – განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.

ფონდმა ქართუმ ფოთში უკვე განახორციელა რამდენიმე საქველმოქმედო პროექტი, მათ შორისაა ნიკო ნიკოლაძის კოშკის რეაბილიტაცია და თანამედროვე სტანდარტების სარაგბო ბაზის მშენებლობა. 2005-2019 წლებში ,,ქართუს“ მიერ სამეგრელოში განხორციელებული პროექტების ბიუჯეტი 28 მილიონ ლარს შეადგენს. ფონდის გამგეობის თავმჯდომარის განმარტებით სამუშაო შეხვედრა მიზნად ისახავს ადგილობრივი ისტორიული ძეგლების განხილვას და პერსპექტივაში მათი აღდგენის შესაძლებლობას.

Related posts

ადგილობრივმა ხელისუფლებამ ზუგდიდში განხორცილებული პროექტები დაათვალიერა

რედაქტორი

სენაკის სოფლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მეორე ეტაპი დასრულდა

რედაქტორი

ზუგდიდში C ჰეპატიტის სკრინინგის პროგრამაში ჩართული ექიმები დააჯილდოვეს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი