STV
რეგიონი

სენაკის საჯარო სკოლებში რეაბილიტაციის პროცესი მიმდინარეობს

სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა, პირველმა მოადგილემ გრიგოლ ბაღათურიამ, მოადგილემ კახაბერ კუპრეიშვილმა, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა დარეჯან ზარანდიამ და სკოლის დირექციის წარმომადგენლებმა სენაკის მე-3 საჯარო სკოლის მე-2 კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.

მუნიციპალიტეტის მერი უბნის მოსახლეობას შეხვდა. მათ დაგეგმილი და მიმდინარე პროექტები გააცნო. მან, საუბრისას, მოსახლეობისთვის განსაკუთრებით საჭირო პროექტის – სკოლის რეაბილიტაციის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

ყოფილი მე-5 საჯარო სკოლის შენობას, რომელიც მშვიდობის ქუჩაზე მდებარეობს, სრული რეაბილიტაცია უტარდება. სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული ინდ. მეწარმე ზურაბ მესხი აწარმოებს.

ახალი სასწავლო წლისთვის, მესამე საჯარო სკოლის ახლადრეაბილიტირებული მე-2 კორპუსი, წლების შემდგომ, ფუნქციონირებას სრული დატვირთვით განაახლებს.

Related posts

პატრიარქის მოსაყდრემ სენაკში სადღესასწაულო წირვა აღავლინა

რედაქტორი

სექსუალური უმცირესობები ზუგდიდის მერის არჩევნებში მხარს სანდრა რულოვსს დაუჭერენ

რედაქტორი

სამეგრელოს გუბერნატორის პრესსამსახურს ისევ პაატა ლაგვილავა უხელმძღვანელებს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი