STV
რეგიონი

ჩხოროწყუში, მშვიდობის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ და მერის პირველმა მოადგილე გოჩა ჩიქოვანმა ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, დღეს ქალაქ ჩხოროწყუში მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათავალიერეს.

პროექტის ფარგლებში მშვიდობის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია ასფალტო-ბეტონის საფარით მიმდინარეობს. სამუშაოებს შ.პ.ს.,, სექოია“ ასრულებს. პროექტი რეგ.განვითარების ფონდის მიერ 300 000 ლარით ფინანსდება. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ასფალტის საფარი აქამდე არ ყოფილა.

ქალაქში მიმდინარე წელს ასფალტო-ბეტონის საფარით რეაბილიტირდა ასევე გრიგოლიას, და ლესელიძეს ქუჩები.

Related posts

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის საჯარო შეხვედრა გაიმართა ზუგდიდში

რედაქტორი

სამოქალაქო ბიუჯეტის კენჭისყრაში გამარჯვებული პროექტები გამოვლინდა

რედაქტორი

სამეგრელოში საავტომობილო გზების სრული რეაბილიტაცია იწყება

რედაქტორი

დატოვე კომენტარი