STV
რეგიონი

ალექსანდრე მოწერელიას მოადგილეებად ლუდუკ (ნუკრი) ხასია და დავით ვერავა დაინიშნენ

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულს ორი ახალი მოადგილე ჰყავს. ალექსანდრე მოწერელიას მოადგილეებად ლუდუკ (ნუკრი) ხასია და დავით ვერავა დაინიშნენ.

ლუდუკ ხასია პროფესიით ინჯინერია, დავით ვერავას კი ეკონომიკური და იურიდიული განათლება აქვს. ლუდუკ  ხასია სხვადასხვა კერძო სამშენებლო სტრუქტურებში მუშაობდა. ბოლოს იყო  შპს „ ვი-სი-ვი“-ს აღმასრულებელი დირექტორი.

დავით ვერავა 2016 წლამდე, ბანკ „რესპუბლიკას“ – ჯგუფი „სოსიეტე ჟენერალის“ ზუგდიდის ფილიალის მმართველი იყო. მანამდე კი საქართველოს ეროვნული ბანკის სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონალური ფილიალის მმართველი და შპს „ანტრეს“ ფინანსური მენეჯერად მუშაობდა.

სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ ახალი მოადგილეები დღეს თანამშრომლებს წარუდგინა.

 

დავით ვერავა

                                                                                                                                                                                      დაბადების თარიღი:  1968 წელის 5 სექტემბერი

დაბადები სადგილი: საქართველო, ზუგდიდი

ოჯახური მდგომარეობა:  დაოჯახებული

ენები: ქართული, რუსული, ინგლისური

 

განათლება:

თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკური ფაკულტეტი, კვალიფიკაცია ინჟინერ – ეკონომისტი;

ზუგდიდის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის ისტორია–იურიდიული ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის სპეციალობა, კვალიფიკაცია იურისტი;

 

სამუშაო გამოცდილება:

2019 წლის აგვისტოდან დღემდე აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტბისა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე.

2011 წლიდან – 2016 წლამდე სს ბანკი „რესპუბლიკას“ – ჯგუფი „სოსიეტე ჟენერალი“ ზუგდიდის ფილიალის მმართველი;

2007 წლიდან – 2009 წლამდე შპს „ანტრეს“ ფინანსური მენეჯერი;

2000 წლიდან – 2007 წლამდესაქართველოს ეროვნული ბანკის სამეგრელო ზემო-სვანეთისრეგიონალური ფილიალის მმართველი;

1999 წლიდან – 2000 წლამდე სააქციო საზოგადოება „აგრომრეწვბანკის“ სამეგრელოს რეგიონალურიფილიალის მმართველი;

1998 წლიდან – 2002 წლამდე ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს წევრი;

1998 წლიდან – 1999 წლამდე სააქციო საზოგადოება „აგრომრეწვბანკის“ სამეგრელოს რეგიონალური ფილიალის მმართველის მოადგილე;

1994 წლიდან – 1998 წლამდე საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო კომერციული „აგრომრეწვბანკის“ ზუგდიდის ფილიალის მმართველის მოადგილე;

1993 წლიდან -1994 წლამდე საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო კომერციული „აგრომრეწვბანკის“ ზუგდიდის ფილიალის საგეგმო ეკონომიკური განყოფილების უფროსი;

1988 წლიდან – 1990 წლამდე ქ. ზუგდიდის საყოფაცხოვრებო მომსახურების სამმართველოს ტექნიკური თანამშრომელი;

 

ლუდუკი (ნუკრი) ხასია

დაბ. თარიღი: 10/02/1960

მისამართი:ზუგდიდი, სოფ. ნარაზენი, თბილისის ქ. N4

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

 

განათლება:

1983-1989 წლები – ქ. ვლადიმირის პოლიტექნიკური ინსტიტუტი – სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობა

 

სამუშაო გამოცდილება:

1989-1991 წლებში ვლადიმირის ოლქი, კოვროვის დიქტირიოვის ქარხნის სამშენებლო ორგანიზაციაN 44 მშენებელ ოსტატიდან უბნის უფროსამდე

1991-1993 წლებში –  შპს „კალიბრი“ -გენერალური დირექტორი

2002-2007 წლებში – მოსკოვის ოლქი  შპს“ სტროიტელი“ აღმასრულებელი დირექტორი

2008-2017 წლებში  – „ქართუ“  ჯგუფის ასოციაცია “ატუ“ – უბნის უფროსი

2017-2019 წლები – შპს „ ვი-სი-ვი“ აღმასრულებელი დირექტორი

 

Related posts

შერჩევითობის პრინციპი?! – ხობის მერიამ 141-დან 29 თანამშრომელი ფულადი ჯილდოს გარეშე დატოვა

რედაქტორი

წალენჯიხაში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ტარდება

რედაქტორი

რა ხდება ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლაში? – რეალური ფაქტები და პოლიტიკური სპეკულაციის საგანი

რედაქტორი

დატოვე კომენტარი