STV
რეგიონი

წალენჯიხაში 8 აგვისტოს გმირებს პატივი მიაგეს

2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 11 წელი შესრულდა. დღეს, საქართველო პატივს მიაგებს 2008 წლის 8 აგვისტოს ომში გმირულად დაღუპულთა ხსოვნას. აგვისტოს მოვლენების დროს ცხინვალის მისადგომებთან დაიღუპა წალენჯიხელი კაპრალი კობა ხარჩილავა, რომელიც, მხედრული მამაცობის მედლითაა დაჯილდოებული. აგვისტოს ომს ემსხვერპლნენ ასევე კეკე, ენვერ და დოდო ჭანიები, რომლებიც გორის გზატკეცილზე სამარშუტო ტაქსით გადაადგილებოდნენ.

გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს და საფლავები ყვავილებით შეამკეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა ბესიკ ფარცვანიამ, მერის პირველმა მოადგილე ცოტნე შონიამ, მერის მოადგილე სევერიანე შეროზიამ, ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“-ს თავმჯდომარე მაია მიქავამ. წალენჯიხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ლირა ღურწკაიამ, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა და სხვა პირებმა.

დღევანდელ დღეს ასევე პატივი მიაგეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლის, 8 აგვისტოს ომის მონაწილის, ტრტაგიკულად დაღუპული გიორგი მებონიას ხსოვნას. საქართველოში რუსული ინტერვენციის შედეგად დაიღუპა საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 14 პოლიციელი, ხოლო 1 747 დაიჭრა. სახლები დატოვა თითქმის 150 000-მა ადამიანმა, მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 30 000-მდე. რაც შეეხება ომში დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეებს, თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, სულ დაღუპულად 169 სამხედრო მიიჩნევა, აქედან ხუთი უგზო-უკვლოდ დაკარგულია.

Related posts

ირაკლი ჩიქოვანი – სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რომ მშვიდ ვითარებაში წარიმართოს არჩევნები

რედაქტორი

სოფლის კრებებს ჩხოროწყუში ფინანსთა მინისტრის მოადგილე დაესწრო

რედაქტორი

ზუგდიდის სოფლების დავითიანის და ოქტომბერის გაზიფიცირება მოხდება

რედაქტორი

დატოვე კომენტარი