STV
რეგიონი

სახელმწიფო რწმუნებული კახათის სკოლაში წარმატებულ მოსწავლეებს შეხვდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ზუგდიდის მერთან გიორგი შენგელიასთან და მოადგილე კონსტანტინე კაკავასთან ერთად კახათის #1 საჯარო სკოლის წარმატებულ მოსწავლეებს შეხვდა, მათ სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსებში წარმატებებს მიაღწიეს.

სახელმწიფო რწმუნებული მოსწავლეების მიღწევებს გაეცნო და მათ წარმატებები უსურვა. ალექსანდრე მოწერელიამ სკოლის დირექტორს მანანა მებონიას განხორციელებული პროექტების და სხვადსხვა პროგრამებში მოსწავლეების ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.

წარმატებულ მოსწავლეებს შორის, ევროპის საბჭოს ინიციატივით გამოცხადებულ კონკურსში – ,,ევროპული მემკვიდრეობის შემოქმედთა კვირეული” გამარჯვებული ელენე თუზბაიაა, ის სტრასბურგშია მიწვეული.

შეხვედრს ასევე ესწრებოდნენ ბრემენის საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე, ლაიფციგის უნივერსიტეტის სემინარებზე მიწვეული, ჰუმბოლტის 200 წლისთავთან დაკავშირებული კონკურსის გამარჯვებული, ფლექსის პროგრამის მონაწილე და ტრაპიზონის საზაფხულო ბანაკში საერთაშორისო კონფერენციის გამარჯვებული მოსწავლეები.

Related posts

ზუგდიდელი სიმონ პეტრიდისი პრეზიდენტის ერთ-ერთი მრჩეველი გახდა

რედაქტორი

არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებები ზუგდიდის მერის გადადგომაზე

რედაქტორი

ზუგდიდის მერია სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს დაეხმარება

რედაქტორი

დატოვე კომენტარი