STV
რეგიონი

ზუგდიდში ,,შრომის უსაფრთხოების შესახებ“ ორგანული კანონით დაწესებულ სიახლეებზე ბიზნესის წარნომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

ზუგდიდში ,,შრომის უსაფრთხოების შესახებ“ ორგანული კანონით დაწესებულ სიახლეებზე ბიზნესის წარნომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.როგორც უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ცქირიშვილმა განაცხადა, შეხვედრაზე მთავარი განხილვის საკითხს აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების გაცნობა, კანონით განსაზღვრული ახალი მოთხოვნების შესახებ ინფორმირება და დაინტერესებულ მხარეებს შორის ინფორმაციის დახვეწა წარმოადგენდა.

ამასთან, შეხვედრაზე ასევე შრომის ინსპექციის დეპარტამენტის საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაციის გაცვლა მოხდა. ცნობისთვის, 2019 წლის იანვარში მიღბულ იქნა ორგანული კანონი რომლის მიხედვითაც შრომის უსაფრთხოების მოქმედების არეალი შეუზღუდავი გახდა და გავრცელდა ეკონომიკური საქმიანობის ყველა სფეროზე და საჯარო სექტორზე. ცვლილებების თანახმად, შრომის უსაფრთხოებაზე ზედამხედველი ორგანო უფლებამოსილი გახდა წინასწარი შეტყობინების გარეშე და სასამართლო ნებართვის გარეშე, დღისა და ღამის ნებისმიერ მონაკვეთში შეამოწმოს ინსპექციისადმი დაქვემდებარებული ნებისმიერი სამუშაო სივრცე.

კანონში ასევე დადგინდა ეფექტური და დიფერენცირებული სანქციები, რომელთა მოცულობა მერყეობს 100 ლარიდან 50,000 ლარამდე, დარღვევისა ხარისხისა და შემოწმებული კომპანიის მოცულობის შესაბამისად. მდგომარეობის კრიტიკული შეუსაბამობის შემთხვევაში ინსპექტორს ეძლევა სამუშაო პროცესის შეჩერების უფლებაც, რაც შემდგომში სასამართლოს გადაწყვეტილებით უნდა დადასტურდეს.

შეხვედრა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით და დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK Aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება.

Related posts

გიორგი შენგელია: ღია კინოთეატრს ჩვენი მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებში ჩავიტანთ

რედაქტორი

სენაკის მერის წარმომადგენლებთან აზიურ ფაროსანაზე ისაუბრეს

რედაქტორი

“ევროპულმა საქართველომ” კომბინატში დარბაზი დაჯავშნა – რისთვის ემზადება პოლიტიკური პარტია?

რედაქტორი

დატოვე კომენტარი