STV
რეგიონი

სოფელ ურთაში მცხოვრებმა ლუდუკ ქირიამ საკუთარ ეზოში არტეფაქტები აღოაჩინა [ვიდეო]

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ურთას ადმინისტრაციული ერთეულში მცხორებმა 87 წლის ლუდუკი ქიქიამ, საკარმიდამო ნაკვეთში, მიწის სასოფლო – სამეურნეო სამუშაოების შესრულების დროს, სხვადასხვა სახის ცალკეული ნივთები აღმოაჩინა.

აღმოჩენილი არტეფაქტები ზედაპირულად შეგროვებული, საკმაოდ მრავალრიცხოვანი და მეტყველი ნეოლითური არტეფაქტების კოლექციაა და ის კაჟისა და რიყის ქვისაგან დამზადებული იარაღებისგან შედგება. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ ინოვაციური პროექტი – ,,აღმოაჩინე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები შენს სოფელში” რამდენიმე თვის წინ დაიწყო.

პროექტის მიზანი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული, მანამდე უცნობი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გამოვლენა და სახელმწიფო დაცვის ქოლგის ქვეშ მოქცევაა.

Related posts

გუბერნატორი მეღვინეს ესტუმრა, რომელიც ვაზის იშვიათი მეგრული ჯიშების აღდგენას ახდენს

რედაქტორი

кгв – წარწერა გრიგოლ ვაშაძის პლაკატებზე ზუგდიდში

რედაქტორი

გიორგი შენგელია – ჩვენ ყველა ერთად უკეთეს ზუგდიდში ვიცხოვრებთ

რედაქტორი

დატოვე კომენტარი