STV
რეგიონი

დღეს ხობში ცოტნეობა აღნიშნეს [ვიდეო]

დღეს ცოტნეობაა. სადღესასწაულო წირვას ხობის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია დაესწრო. ღვთისმსახურება ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა აღავლინა.

წირვის დასრულების შემდეგ, საკათალიკოსო სასახლეში სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა, სადაც სახელმწიფო რწმუნებულმა შეკრებილებს დღესასწაული მიულოცა. კონფერენციას სხვადასხვა ეპარქიის ხელმძღვანელები, პარლამენტის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Related posts

“არა ნაცებს” და “არა ძალადობას”-ზუგდიდში აქცია გაიმართა

რედაქტორი

სამეგრელოს გუბერნატორი მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლის შედეგებს განიხილავს

რედაქტორი

სასტუმრო “ანაკლიაში” ახალგაზრდა მამაკაცი კომატოზურ მდგომარეობაში აღმოაჩინეს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი