STV
რეგიონი

სენაკში ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე აღინიშნა

სენაკში, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე, დილიდან სხვადასხვა სპორტული აქტივობებით დაიწყო. მასშტაბური, სახალისო და გასართობი აქციის – COLORFEST -ის დღესასწაულზე, რომელიც პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში გაიმართა, მონაწილეობის მიღება ყველა მსურველს შეეძლო.

ყველაზე ფერადოვან აქციას, ქალაქის ცენტრალურ პარკში, ახალგაზრდებთან ერთად, მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ივენთს დიჯეი გიორგი თოდაძე უძღვებოდა.

მხიარულებამ ღია ცის ქვეშ, ხალისიანმა ფერებმა, ენერგიულმა მუსიკამ ეს ულამაზესი დღესასწაული დაუვიწყარ სანახაობად აქცია. ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე, სენაკში, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებითა და მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.

Related posts

აფხაზური ქორწილისთვის თხები ზუგდიდში შეწვეს

რედაქტორი

მოქალაქე: “ბატონმა მიხეილმა ტილიანი საქართველო საქართველოს დაამსგავსა” [ვიდეო]

რედაქტორი

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასახლების საერთო კრებები გრძელდება

რედაქტორი

დატოვე კომენტარი