STV
რეგიონი

მარტვილის სოფლებში ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას შეხვდნენ

მარტვილის  მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობას ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ და ადგილზე არსებული საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მიიღეს. შეხვედრაზე გამოიკვეთა პრობლემები, რომელიც კიწიას, დიდი ჭყონის და კურზუს მოსახლეობას აწუხებს, გამოკვეთილი პრობლემების მოგვარებისთვის მაქსიმალურად მოხდება მათი მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინება.

მარტვილის სოფლებში მოსახლეობას, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილობრივებს, იმ პროგრამებზე მიაწოდეს ინფორმაცია რასაც მთავრობა ახორციელებს, ასევე საუბარი შეეხო სოფლის მეურნეობის პროექტებს, თხილის დაცვის სახელმწიფო პროგრამას და სოფლის მხარდაჭერის პროგრამას.

შეხვედრაზე მოსახლეობამ პრიორიტეტად შიდა გზების რეაბილიტაცია, გაზიფიცირება, წყალმომარაგება, ამბულატორიების და საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია დასახელდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ სახელმწიფო რწმუნებული ტალერის ადმინისტრაციულ ერთეულში წყლის სისტემის რეაბილიტაციის მიმდინარეობას გაეცნო. ალექსანდრე მოწერელიას, დაზიანებული წყლის მილების შესახებ ინფორმაცია ტალერში რამდენიმე კვირის წინ გამართულ შეხვედრაზე მოსახლეობამ მიაწოდა, რაზეც სწრაფი რეაგირება მოხდა.

Related posts

ირაკლი ჩიქოვანი – უკვე დამაჯერებლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გეგა შენგელია გახდება ზუგდიდის მერი

რედაქტორი

სენაკის მერიაში ჩინეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლობასთან შეხვედრა შედგა

რედაქტორი

ფოთის მერი ავსტრიის ელჩს, არად ბენკოს შეხვდა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი