STV
რეგიონი

ხობის მუნიციპალიტეტიში გაღმა საჯიჯაოს დამაკავშირებელი ხიდი გაიხსნა [ვიდეო]

ხობის მუნიციპალიტეტიში გაღმა საჯიჯაოს დამაკავშირებელი ხიდი გაიხსნა. ხიდი გასულ წელს სტიქიის შედეგად დაინგრა და მოსახლეობას შემოვლითი გზებით უწევდა ცენტრალურ გზასთან კავშირი, რაც პრობლემებს ქმნიდა, სოფელში ჩაკეტილი გზის გამო სასწრაფო დახმარების მანქანა ვერ დადიოდა, მოსწავლეებს კი სკოლაში წასასვლელად მდინარის გადალახვა უწევდათ.

საჯიჯაოს ხიდის მშენებლობისთვის 200 ათას ლარზე მეტი გამოიყო. ხიდის მშენებლობა სტიქიის პრევენციის პროგრამითა და ადგილობრივი ბიუჯეტით მოხდა.

შესრულებულ სამუშაოებს მოსახლეობასთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალესანდრე მოწერელია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი, პარლამენტის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ.

Related posts

საშობაო ალილო სენაკის მუნიციპალიტეტში

რედაქტორი

წალენჯიხის მერმა რწმუნებულებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

რედაქტორი

ნაფიჩხოვოში სასმელი წყლის შიდა ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი