STV
რეგიონი

სენაკში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მინისტრი კონსტანტინე კუჭუხიძე, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი და თვითმმართველობის წარმომადგენლები, სენაკის ყოფილი სამხედრო დასახლების ტერიტორიაზე, კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდნენ და მათ პრობლემებსა და საჭიროებებს ადგილზე გაეცნენ.

დევნილ მოსახლეობასთან უშუალო დიალოგში, მოკლე და გრძელვადიან პერსპექტივებში გადასაწყვეტი პრიორიტეტული საკითხები გამოიკვეთა, რომლებიც ძირითადად ინფრასტრუქტურულ, სოციალურ-ეკონომიკურ, ჯანდაცვის, დასაქმების და კულტურულ-საგანმანათლებლო მიმართულებებს ეხებოდა.

შეხვედრაზე, ხელისუფლების წარმომადგენლებმა ისაუბრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ერთობლივი ძალისხმევით მიმდინარე და დაგეგმილ პროგრამებზე, რაც უშუალოდ დევნილთა ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას, ადგილობრივ მოსახლეობასთან მჭიდრო ინტეგრაციას, მათი დასაქმების, სხვადასხვა პროექტებში ჩართვის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა რუსლან აბაშიძემ, მოსახლეობასთან დისკუსიისას, ხაზი გაუსვა დევნილ მობინადრეთა ამხანაგობების შექმნის მნიშვნელობას, რაც პრობლემური საკითხების გამოკვეთასა და ეფექტურ გადაჭრას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

ხელისუფალთა შეხვედრები დევნილ მოსახლეობასთან, რომლებიც საჭირბოროტო საკითხების გადასაჭრელად, მათთან მჭიდრო თანამშრომლობას ისახავს მიზნად, პერიოდულად გაგრძელდება.

 

 

Related posts

მარტვილში საცხოვრებელი ფართის არმქონე პირთათვის განკუთვნილი საცხოვრებელი შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

რედაქტორი

უკრაინაში, ,,სამოქალაქო ბიუჯეტის“ საერთაშორისო კონფერენციას ზუგდიდის დელეგაცია დაესწრო

რედაქტორი

ზუგდიდში, აჯანყების დროს რეპრესირებულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი