STV
სოფლის მეურნეობა

თხილის ცუდი მოსავლის შემდეგ მოსახლეობა წელს მაღალი ხარისხის ნაყოფს იღებს [ვიდეო]

თხილის მოსავლის აღება სოფლებში აქტიურად მიმდინარეობს. სამი წლის განმავლობაში თხილის ცუდი მოსავლის შემდეგ მოსახლეობა წელს მაღალი ხარისხის ნაყოფს იღებს.

ჩვენმა ჟურნალისტმა ზუგდიდის სოფლებში ადგილობრივები გამოკითხა. ის ვინც თხილის მოუარა და აგრონომების უფასო კონულტაციებით ისარგებლა შედეგით კმაყოფილია. მოსახლეობა სახელმწიფოს მხრიდან ჩატარებულ სამუშაოებზე საუბრობს.

ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში, ასევე მოსახლეობასთან კარდაკარ გამართულ შეხვედრებზე გასული წლის შემოდგომიდან აქტიურად ჩართულია სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია. აქტიურად მუშაობს მავნებელთან ბრძოლის მართვის ცენტრი. სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალიზებული ტექნიკით, თერმული ნისლის ტექნოლოგიით მუშავდება სოფლების ტერიტორიები, მონტაჟდება „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურები.

„თხილის დაცვის პროგრამის“ ფარგლებში სახელმწიფომ შეიძინა და ფერმერებს გადასცა შესაწამლი აპარატები. პროგრამის ფარგლებში სახელმწიფოს და თხილის მწარმოებელთა ასოციაციის მონაწილეობით, შემუშავდა კომპლექსური ღონისძიებების გეგმაა, რომელმაც მეთხილე ფერმერებს საშუალება მისცა თხილის დაცვის და მაღალი ხარისხის მოსავლის მიღების მიზნით, მავნებლების და სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ დროულად და ეფექტიანად ჩაეტარებინათ აგროსამუშაოები, რათა თავიდან აეცილებინათ თხილის მოსავლის დაზიანება და ეკონომიკური ზარალი. პროგრამის ფარგლებში აგროკონსულტანტების მომსახურება ფერმერთა ჯგუფებისთვის უფასოდ ხდებოდა.

2019 წელს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების დაფინანსებისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 45 მილიონ ლარია გამოყოფილი.

Related posts

მცენარის თესლის ხარისხი – რა უნდა გავითვალისწინოთ თესვისას

რედაქტორი

წარმატებული ფერმერი სამეგრელოდან [ვიდეოამბავი]

რედაქტორი

ფერმერთა რეგისტრაციის პროექტი დაიწყო

რედაქტორი

დატოვე კომენტარი