STV
რეგიონი

ქალაქ ხობში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობილი ცენტრალური პარკი გაიხსნა

ქალაქ ხობში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობილი ცენტრალური პარკი გაიხსნა. პროექტის შესაბამისად მოეწყო ველობილიკი, საფეხმავლო ზოლები, „ლაბირინთი“, საბავშვო ატრაქციონები, სავარჯიშო და საკალათბურთო მოედნები, ჭადრაკის დაფა, დეკორატიული სკამები, ხობის მუნიციპალიტეტის გერბი და განათება.

ცენტრალური პარკის მშენებლობაზე 1 მილიონ ლარამდე დაიხარჯა. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, ორ ეტაპად განხორციელდა.

პარკის გახსნის ცერემონიას სამეგრელო ზემო-სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის, ადგილობრივი ხელისუფლების და უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წარმონადგენლები ესწრებოდნენ.

Related posts

თალაკვაძე: ნაციონალური მოძრაობის პირველი მიზანი არჩევნების ჩაშლაა

რედაქტორი

ჩხოროწყუში საფეხმავლო ბილიკების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

რედაქტორი

ზუგდიდის მერის ვიზიტი იტალიაში დასრულდა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი