STV
რეგიონი

ჯგალისა და ნაკიფუს საჯარო სკოლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჯგალისა და ნაკიფუს საჯარო სკოლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს . წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ცოტნე შონია მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

ჯგალის #1 საჯარო სკოლაში სამივე სართულზე იცვლება კარები, რეაბილიტაცია უტარდება ფოიესა და დარბაზს. სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შეადგენს 30 030 ლარს. სამუშაოებს შპს სამშენებლო კომპანია ბინგო ასრულებს.

ნაკიფუს #1 საჯარო სკოლაში შიდა სარემონტო – სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შეადგენს 89 245 ლარს . სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული დავით ერქვანია ასრულებს.

სრული რეაბილიტაცია იმ სკოლებს ჩაუტარდებათ, სადაც წლების მანძილზე არასახარბიელო მდგომარეობა იყო. საჯარო სკოლებში მოწესრიგდება სველი წერტილები, მოეწყობა საკლასო ოთახები, პანდუსები, გათბობის სისტემები, კარ-ფანჯრები და სხვა.

ახალ სასწავლო წელს მოსწავლე-მასწავლებლები კეთილმოწყობილ გარემოში შეუდგებიან სასწავლო პროცესს.

Related posts

“ეს სოფელი “მხედრიონელმა” ბარამიძემ გადაწვა” – დარჩელში საპროტესტო აქცია გამართეს [ვიდეო]

რედაქტორი

აბაშისა და ფოთის მუნიციპალიტეტებმა ევროკავშირისგან გრანტი მიიღეს

რედაქტორი

წალენჯიხაში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ტარდება

რედაქტორი

დატოვე კომენტარი