STV
ექსკლუზივი

სიახლე ზუგდიდში: ავტობუსებში ელექტრონული გადახდის აპარატები დამონტაჟდება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, მუნიციპალურ ტრანსპორტზე უახლოეს დღეებში “საქართველოს ბანკი” ელექტრონული გადახდის აპარატებს დაამონტაჟებს. ამის შესახებ STV-ს ზუგდიდის მერიაში ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა. აპარატები 35 მუნიციპალურ ავტობუსში დამონტაჟდება.

დაახლოებით ერთ თვეში, მუნიციპალური ტრანსპორტით მოსარგებლე პირები გადახდას შეძლებენ “საქართველოს ბანკის” პლასტიკური ბარათების საშუალებით.

შეღავათებით ისარგებლებენ სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახები, ასევე ვეტერანები და პედაგოგები. პლასტიკურ ბარათებს აღნიშნული კატეგორიის მგზავრებისთვის “საქართველოს ბანკი” სპეციალურად დაამზადებს.

Related posts

“ეს იქნება არატრადიციული წარდგენა”- სანდრა რულოვსის წარდგენას ზუგდიდში მალავენ

რედაქტორი

გიორგი სიგუა მიხეილ სააკაშვილის ბანაკში (ექსკლუზივი)

dima

ექსკლუზივი: ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცი სასიკვდილოდ დაჭრეს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი