STV
რეგიონი

ფესტივალ Echowaves-ის კარი ოფიციალურად დღეს გაიხსნება

ფესტივალ Echowaves-ის კარი ოფიციალურად დღეს გაიხსნება და ანაკლიის სანაპიროზე, მსმენელის წინაშე 150-ზე მეტი არტისტი წარსდგება. როგორც ფესტივალის სპიკერმა ლუკა ჯაშიაშვილმა განაცხადა, უკვე ცნობილია ფესტივალის სცენების განრიგი.

მისი თქმით, წელს მსმენელს ახალი სცენები ელოდება. 150-ზე მეტი არტისტი 8 სხვადასხვა სცენაზე დაუკრავს. ყველა მათგანი განსაკუთრებულია და კონკრეტული მუსიკის მოსმენა კონკრეტულ სცენაზე იქნება შესაძლებელი. ცნობისთვის, წელს ადგილს იცვლის მთავარი სცენაც-WAVE STAGE- ზე ფესტივალის სტუმრები ჰაუსის, ტექ-ჰაუსის,ტექნოს და ცოცხალ შესრულებას მოუსმენენ.

ახალი სცენები კი ასეთია: • WAVE STAGE – ფესტივალის მთავარი სცენა – ჰაუსი, ტექ-ჰაუსი, ტექნო და ცოცხალი შესრულებები; • TAIYO STAGE – ჰაუს მუსიკის სცენა; • BOX STAGE – ტექნო მუსიკის სცენა; • OCTAGON STAGE – ტექ-ჰაუსისა და მელოდიური ტექნოს სცენა; • ZION SUN SETS STAGE – ცოცხალი მუსიკისა და ჩილაუთ მუსიკის სცენა; • BEATS, RHYMES & LIFE STAGE – ჰიპ-ჰოპის, ფანკისა და რეგის სცენა; • ISLAND STAGE – After party სცენა, ფესტივალის ტერიტორიის გარეთ, კუნძულზე; • TREEBAL STAGE – ფსიქოდელიური ტრანსის სცენა.

Related posts

მესტიაში “ევროპის დღე 2019” გაიმართა

რედაქტორი

დღის ცენტრის ბენეფიციარებს საახალწლო საჩუქრები გადაეცათ

რედაქტორი

სამეგრელოს გუბერნატორი “სოფლად თემთა განვითარების” სააგენტოს მიღწევებს გაეცნო

რედაქტორი

დატოვე კომენტარი