STV
რეკლამა

ცოტნე შონიამ სკოლებში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში შიდა და გარე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ცოტნე შონია საჯარო სკოლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. ის იმყოფებოდა წალენჯიხის N 2, ჯგალის N 1 და ნაკიფუს N 1 საჯარო სკოლებში.

ქალაქ წალენჯიხის N 2 საჯარო სკოლაში , II და III სართულების სარემონტო სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია ტერმინალი ასრულებს, სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შეადგენს 109 077 ლარს.

ჯგალის #1 საჯარო სკოლაში სამივე სართულზე იცვლება კარები, რეაბილიტაცია უტარდება ფოიესა და დარბაზს. სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შეადგენს 30 030 ლარს. სამუშაოებს შპს სამშენებლო კომპანია ბინგო ასრულებს.

ნაკიფუს #1 საჯარო სკოლაში შიდა სარემონტო – სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შეადგენს 89 245 ლარს . სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული დავით ერქვანია ასრულებს. მიმდინარე წლის განმავლობაში, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი, 11 საჯარო სკოლაში მიმდინარეობს, რისთვისაც რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან გამოყოფილიქნა თანხა – 403.925 -ის ოდენობით.

ახალ სასწავლო წელს მოსწავლე-მასწავლებლები კეთილმოწყობილ გარემოში შეუდგებიან სასწავლო პროცესს.

Related posts

სენაკის ადმინისტრაციულ ერთეულებში საექიმო ამბულატორიების რეაბილიტაციის პროცესი აქტიურ ფაზაშია

რედაქტორი

თეიმურაზ გორჯესტანი – ქალბატონი პრეზიდენტი, ჩვენთვის დარჩება უბრალოდ დედა

რედაქტორი

ქვედა ჩხოროწყუში დაფნის გადამამაუშავებელი საწარმო შენდება

რედაქტორი

დატოვე კომენტარი