STV
რეკლამა

სენაკის ადმინისტრაციულ ერთეულებში საექიმო ამბულატორიების რეაბილიტაციის პროცესი აქტიურ ფაზაშია

სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში ეკის, ზანის, ნოსირის, ზემო ფოცხოს საექიმო ამბულატორიების რეაბილიტაციის პროცესი აქტიურ ფაზაშია.

,,ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის მიზნით საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტის ფონდიდან მუნიციპალიტეტისთვის თანხის გამოყოფის შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მარტის №554 განკარგულების შესაბამისად, სოფლად მოსახლეობისთვის პირველადი ჯანდაცვის მომსახურეობის გაუმჯობესების მიზნით მიმდინარე სამუშაოების საერთო ღირებულება 151 383 ლარს შეადგენს.

სამუშაოებს შპს ,,დაგი’’ ახორციელებს. ამბულატორიების ინფრასტრუქტურის მოწესრიგების შედეგად, ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების ხარისხი საგრძნობლად გაუმჯობესდება.

Related posts

სენაკის მერთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

რედაქტორი

სალომე ზურაბიშვილი – როგორც ჩანს, საპრეზიდენტო არჩევნებში უკვე გავიმარჯვე

რედაქტორი

სოფელ ლეწურწუმეში უფასო სამედიცინო გამოკვლევები მიმდინარეობს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი