STV
რეკლამა

სენაკში საჯარო სკოლების რეაბილიტაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს

ენაკის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, საჯარო სკოლების რეაბილიტაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია ქალაქის მე-7, მე-3 საჯარო სკოლის პირველი და მეორე კორპუსების, გეჯეთის, ლეძაძამეს, თეკლათის, მენჯის, ეკის, ნოსირის საჯარო სკოლის პირველი და მეორე კორპუსების სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.

პროექტი, რომლის საერთო ღირებულება 470 000 ლარს შეადგენს, სახურავების რეაბილიტაციას, სველი წერტილების მოწყობას, სასწავლო დაწესებულებების წყალმომარაგებითა და გათბობის სისტემით უზრუნველყოფას მოიცავს. მომავალი თაობების განათლების მისაღებად თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კეთილმოწყობილი გარემოს შექმნა, ადგილობრივი ხელისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.

საჯარო სკოლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს პერიოდში დასრულდება. შედეგად, ახალ სასწავლო წელს, 10 საჯარო სკოლა განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდება.

Related posts

სენაკის მერი პრესტიჟურ კონკურსებში გამარჯვებულ მოსწავლეებს შეხვდა

რედაქტორი

სენაკის მუნიციპალიტეტის მერია ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 17 პროგრამას ახორციელებს

რედაქტორი

ქართველთა და ებრაელთა სიყვარულის უკვდავსაყოფად სენაკში კონცერტი გაიმართა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი