STV
რეგიონი

მესტია-უშგულის საავტომობილო გზა ადგილობრივებმა დილიდან გადაკეტეს

საპროტესტო აქცია მიმდინარეობს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახში. მულახის თემის 12 სოფლის წარმომადგენლებმა მესტია-უშგულის გზა გადაკეტეს. აქციის მონაწილეები მულახის თემის ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებას ითხოვენ.

მათი თქმით არ არსებობს საავტომობილო გზა, ავარიულია ელექტროგადამცემი ხაზები, არ არსებობს თემის განვითარების გენერალური გეგმა. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი გზის გახსნას არ აპირებენ, სანამ პარლამენტის თავმჯდომარეს არ შეხვდებიან.

აქციის მონაწილეებს რეგიონის პირველი პირები გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია, მოადგილეები, მესტიის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი შეხვდნენ ჯერჯერობით გზა გადაკეტილია. გუბერნატორი აქციის რამდენიმე მონაწილეთა ერთად მულახის თემში გაემგზავრა. გზის ჩაკეტვის გამო ათეულობით ტურისტი და მგზავრი გზაში რჩება.

Related posts

სამეგრელოს რეგიონის კორესპონდენტმა ემა გოგოხიამ “რუსთავი 2” დატოვა

რედაქტორი

სექსუალური უმცირესობები ზუგდიდის მერის არჩევნებში მხარს სანდრა რულოვსს დაუჭერენ

რედაქტორი

ფოთის მერიაში წყალარინების ქსელის მოწყობასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი