STV
რეგიონი

მესტიის სოფელ მულახში საპროტესტო აცია შეწყდა და გზა გაიხსნა

მულახის თემის 12 სოფლის მცხოვრებლებმა ​მესტია-უშგულის გზა ადგილზე სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის, ალექსანდრე მოწერელიას მისვლის შემდეგ გახსნეს. ამჟამად საპროტესტო აქცია შეწყვეტილია.

ცნობისთვის, ადგილობრივები ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებას ითხოვდნენ. მათი განცხადებით არ არსებობს საავტომობილო გზა, არ არის კარგად გამართული ელექტროგადამცემი ხაზები და არ არსებობს თემის განვითარების გენერალური გეგმა.

აქციის მონაწილეებს რეგიონის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია, მისი მოადგილეები და მესტიის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი შეხვდნენ.

Related posts

ალექსანდრე ახვლედიანი – ზუგდიდს და სამეგრელოს უნდა იცნობდე რომ მას შენობით მიმართო

რედაქტორი

ვიცე-პრემიერმა და გუბერნატორმა ზვიად გამსახურდიას მემორიალური მუზეუმი დაათვალიერეს

რედაქტორი

ჩხოროწყუს მერმა ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი