STV
რეგიონი

ანაკლიაში ფესტივალი Echowaves-ი დასრულდა [ვიდეო]

ანაკლიაში, ფესტივალი Echowaves-ი დასრულდა. მეოთხე დღეს მსმენელის წინაშე მთავარი გამომსვლელები ეიჩ ვი ოუ ბი, კლეპტონივრილი და დაქს ჯეი წარსდგნენ. ფესტივალი Echowaves-ი საქართველოში, EXIT-ის ქოლგის ქვეშ უკვე მეორედ გაიმართა.

საქართველოში მას Check in Georgia წარმოადგენს. წელს ანაკლიის სანაპირომ 150-ზე მეტ არტისტს უმასპინძლა. ქართველი და უცხოელი დიჯეები ერთმანეთს 8 სცენაზე ენაცვლებოდნენ. 22-დან 25 აგვისტოს ჩათვლით, ანაკლიის სანაპიროს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული სტუმარი ეწვია. ანაკლიის ფესტივალს ასევე ესწრებოდნენ როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოური მედიის წარმომადგენლები.

ფესტივალის მთავარ მიზანს ელექტრონული მუსიკის პოპულარიზაციის გარდა, ქვეყანაში ტურიზმის, რეგიონში კი ეკონომიკის განვითარება წარმოადგენს. გასულ წელს ანაკლიის ფესტივალს 70-მდე ქვეყნიდან ეწვივნენ სტუმრები.

ანაკლიის სანაპიროზე მუსიკის გარდა ფესტივალის ორგანიზატორებმა სტუმრებს სხვადასხვა სპორტულ გამაჯანსაღებელი და შემეცნებითი ღონისძიება შესთავაზეს. ასევე ყოველ დღე ეწყობოდა ფერების შოუ, იოგის მასტერკლასი და სხვადასხვა სპორტული აქტივობები.

Related posts

ალექსანდრე მოწერელია აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეს შეხვდა

რედაქტორი

შანავა -იმ ტერიტორიაზე სადაც ახალი სასტუმრო უნდა აშენდეს დადიანების ბაღი არასდროს ყოფილა

რედაქტორი

ჩხოროწყუში, ,,ღია შეხვედრაზე“ დასახელებული ხიდების პრობლემა გვარდება

რედაქტორი

დატოვე კომენტარი