STV
რეგიონი

სენაკის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მოსახლეობასთან შეხვედრებს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები განაგრძობენ. ამჯერად შეხვედრები სენაკის მუნიციპალიტეტის ლეძაძამეს, ფოცხოს და უშაფათის ადმინისტრაციულ ერთეულებში გაიმართა.

ადგილობრივ მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებზე საუბარი სახელმწიფო და მუნიციპალურ პროგრამებს შეეხო, განსაკუთრებული ყურადღება ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვის, სოციალური დაცვის და სოფლის მეურნეობის პროექტებზე გამახვილდა.

შეხვედრას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დავით ვერავა. პარლამენტის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა იმ პროექტებზე ისაუბრეს რაც სენაკის მუნიციპალიტეტში განხორციელდება, ასევე ყურადღება გამახვილდა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ეფექტურობასა და მოქალაქეების მხრიდან ჩართულობაზე, როდესაც განსახორციელებელი პროექტებს თავად მოსახლეობა ირჩევს.

შეხვედრებზე მოსახლეობამ მთავარ საჭიროებად შიდა გზების, ნაპირსამაგრების და წყალმომარაგების პრობლემების მოგვარება დაასახელა.

შეხვედრებზე მმართველი გუნდი მოსახლეობისგან არსებულ საჭიროებებზე ინფორმაციას იღებს. გამოკვეთილი პრობლემების მოგვარებისთვის მაქსიმალურად მოხდება მათი მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინება.

Related posts

ინწრას ხეობაში ბილიკები და უსაფრთხოების ჯებირები მოეწყო

რედაქტორი

ზუგდიდში, სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებენ

რედაქტორი

სოფელ გოლასკურში ადგილობრივებმა საპროტესტო აქცია გამართეს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი