STV
რეგიონი

ფესტივალ “Echowaves“-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ქურდობისა და ნარკოდანაშაულისთვის 16 პირია დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ანაკლიაში, ფესტივალ “Echowaves“-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სხვადასხვა დანაშაულისთვის 16 პირი დააკავეს.

პოლიციამ 13 პირი ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის, ხოლო 3 – ქურდობის ბრალდებით დააკავა.

სამართალდამცველებმა დაკავებულებისაგან დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს. სამი დაკავებულისგან კი ამოღებულია ნაქურდალი ნივთები.

გამოძიება დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვისა და ქურდობის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით და 177-ე მუხლით მიმდინარეობს.

Related posts

თორსა-დღვაბაში ბაღის რეაბილიტაცია მინდინარეობს

რედაქტორი

ზუგდიდში, ახალი სასტუმროს მშენებლობის კონცეფციის საჯარო განხილვა გაიმართა

რედაქტორი

სექსუალური შევიწროებისა და დისკრიმინაციის საკითხებზე ზუგდიდში შეხვედრა გაიმართა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი