STV
რეკლამა

სენაკის მერიაში წარმატებულ სენაკელ მოკრივესთან შეხვედრა გაიმართა

სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი პირველ მოადგილესთან გრიგოლ ბაღათურიასთან, მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილთან და სასპორტო გაერთიანების ცენტრის დირექტორთან ჯუმბერ ლაშქარავასთან ერთად, წარმატებულ სენაკელ სპორტსმენს – ლუკა წულეისკირს შეხვდა.

ლუკა 12 წლისაა. ის წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეა. ნორჩი სპორტსმენი 9 წლის ასაკიდან კრივითაა დაკავებული.

მიმდინარე წლის 4-11 აგვისტოს, ქ. თბილისში, მოსწავლეთა შორის გამართულ კრივის ევროპის ჩემპიონატზე, რომელშიც მონაწილეობას 30 ქვეყნის 316 სპორტსმენი ღებულობდა, სენაკის სასპორტო გაერთიანების მოკრივემ ლუკა წულეისკირმა ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

მუნიციპალიტეტის მერმა წარმატებულ სპორტსმენს მოპოვებული გამარჯვება მიულოცა, ერთჯერადი ფულადი ჯილდო გადასცა და შემდგომი წინსვლა უსურვა.

Related posts

მარტვილში შიდა გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს (R)

რედაქტორი

ქართველთა და ებრაელთა სიყვარულის უკვდავსაყოფად სენაკში კონცერტი გაიმართა

რედაქტორი

ცოტნე შონიამ სკოლებში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი