STV
რეკლამა

სენაკის მერიაში ,,SHARA – Georgia on Track“ ავტორთან შეხვედრა გაიმართა

სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი სოციალური პროექტის ,,SHARA – Georgia on Track“ ავტორს, წარმატებულ სენაკელს – როლიკო ბაღათურიას შეხვდნენ.

როლიკო 24 წლისაა. მრავალმხრივი ნიჭით გამორჩეულმა ახალგაზრდამ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) დამთავრების შემდეგ სწავლა ლიუვენის უნივერსიტეტის საჯარო ინოვაციებისა და ელექტრონული მმართველობის სამაგისტრო პროგრამაზე განაგძო. იგი, ასევე, ერასმუსის საერთო სამაგისტრო პროგრამების სტიპენდიანტია.

სოციალური პროექტი ,,SHARA – Georgia on Track“ მიზნად საქართველოს, მისი ისტორიისა და ტურისტული ადგილების პოპულარიზაციას ისახავდა.  ორმა ქართველმა და ერთმა უკრაინელმა სტუდენტმა, სპეციალურად ამ პროექტისთვის შექმნილი დიზაინის ავტომობილით, მოგზაურობა მიუნსტერიდან დაიწყეს და შვიდი ქვეყნის – გერმანია, ჩეხეთი, ავსტრია, უნგრეთი, სერბეთი, ბულგარეთი და თურქეთი – გავლით, საქართველოში დაასრულეს.

კამპანიის მონაწილეებმა, ევროპულ ქალაქებში, ინგლისურ და გერმანულ ენებზე დამზადებული საინფორმაციო ბროშურები დაარიგეს, რომელშიც ევროპელებს საქართველოს შესახებ მოუთხრობდნენ.

შეხვედრაზე, როლიკო ბაღათურიამ, ევროტურის მნიშვნელობაზე, შთაბეჭდილებებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. პროექტის ავტორმა აღნიშნა, რომ საქართველოს პოპულარიზაციასთან ერთად, მისთვის მნიშვნელოვანი მშობლიური ქალაქის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენაა. ამ კუთხით, ის გეგმავს ვიდეო-რგოლის შექმნას, სადაც სენაკის ღირშესანიშნაობები თვალსაჩინოდ აისახება.

მუნიციპალიტეტის მერმა გამორჩეულ სენაკელ ახალგაზრდასთან შემდგომი თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა და მას, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი იდეების განხორციელების საქმეში, წარმატებები უსურვა.

Related posts

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო შეწამვლითი სამუშაოები სენაკში

რედაქტორი

სენაკის მერმა მერის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა (R)

რედაქტორი

ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის მონიტორინგი სენაკში

რედაქტორი

დატოვე კომენტარი