STV
სხვა ამბები

ფრედერიკ ბეგბედერი: “გაატარე შემოდგომა საქართველოში”

ცნობილი ონლაინ კამპანია, გაატარე ზაფხული საქართველოში (#SpendYourSummerInGeorgia) ზაფხულის დასრულების შემდეგ გრძელდება. ამჯერად ახალი ჰეშტეგებით #SpendYourAutumnInGeorgia (გაატარე შემოდგომა საქართველოში) და #Spend4SeasonsinGeorgia (გაატარე ოთხი სეზონი საქართველოში).

View this post on Instagram

For English scroll down⬇️ ყურადღება, ყურადღება 📣📣📣 🗣👀👇ვინც გვეკითხებოდით, რას აპირებთო? არ აგრძელებთო? აბა შემოდგომაო? მერე ზამთარიო? საერთოდაც მთელი წელიო! 👂უფ, როგორი ამბები გვაქვს თქვენთვის… 😱 ზაფხულიც იწურება და ჩვენც, თქვენთან ერთად, ვაგრძელებთ განახლებული იდეებით, გაორმაგებული შემართებით…🤜🤛 🍃კამპანია, რომელმაც ათასობით ადამიანი ერთი იდეის ქვეშ გაგვაერთიანა ✊ აუცილებლად იმსახურებს ღირსეულ გაგრძელებას, გაგრძელება კი იქნება 𝐒𝐩𝐞𝐧𝐝 𝟒 𝐒𝐞𝐚𝐬𝐨𝐧𝐬 𝐢𝐧 𝐆𝐄𝐎𝐑𝐆𝐈𝐀 🍂🍁 ჰოდა, 4 დღეში ყველა ერთად ვაჰეშთეგებთ 👇#SpendYourAutumninGeorgia #Spend4SeasonsinGeorgia დაუჯერეთ ფრედერიკ ბეგბედერს და გაატარეთ შემოდგომა საქართველოში! 💥☄️ 📣📣📣Attention! Attention! 🗣👀👇Announcement for those of you who wondered about our future plans! Asked about Autumn and other seasons! 👂Or just wanted to spend the whole year in Georgia! Summer is almost over, but we ain’t going nowhere! 🤜🤛Shifting the gears like Dominic Toretto and stepping hard on the gas pedal we move to the next season😎 We are ready for the Autumn with fresh ideas, lots of energy and many new surprises for you !!! 🥰🥳 🍃The campaign which has united thousands of people under one goal deserves to be continued. ✊So, our new motto will be Spend 4 Seasons in GEORGIA🍂🍁 Let’s start using hashtags 👇#SpendYourAutumninGeorgia #Spend4SeasonsinGeorgia Lastly, if don’t you believe us believe one and only Frédéric Beigbeder and spend your autumn in Georgia!💥☄️

A post shared by Spend 4 Seasons In Georgia (@spend4seasonsingeorgia) on

კამპანიის ავტორები, რომლებიც ცოტა ხნის წინ სალომე ზურაბიშვილს შეხვდნენ, თითქმის 300-ათასკაციან ჯგუფში მომხმარებლებს მოუწოდებენ, რომ ახალი ჰეშტეგები 4 დღეში, ზაფხულის დასრულების შემდეგ გამოიყენონ.

ფრანგი მწერალი ფრედერიკ ბეგბედერი ერთ-ერთია, რომელიც საქართველოში ტურიზმის განვითარებას კამპანიის ფარგლებში შეუწყობს ხელს. ვიდეოში, რომელიც პოპულარულ ჯგუფში გავრცელდა, ის ინგლისურად ამბობს:

“გამარჯობა, მე ფრედერიკ ბეგბედერი ვარ და თქვენთვის მესიჯი მაქვს. გაატარე შემოდგომა საქართველოში”.

Related posts

პენსიონერებს, შშმ პირებს და სოციალურად დაუცველებს მედიკამენტებზე დანახარჯი გაუნულდებათ

რედაქტორი

უკრაინაში საქართველოს ახალგაზრდა ელჩმა დნეპრის ქართულ საკვირაო სკოლას სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

რედაქტორი

“შავნაბადა” მზადაა ჩამოსული ტურისტებისთვის ჩაატაროს უფასო მასტერკლასები

რედაქტორი

დატოვე კომენტარი