STV
რეგიონი

პატიმრის, ნიკა ლოგუას დედა არასამთავრობო ორგანიზაციებს დახმარებას თხოვს

ბათუმის #3 პენიტენციური დაწესებულების პატიმრის ნიკა ლოგუას დედა არასამთავრობო ორგანიზაციებს დახმარებას თხოვს. მსჯავრდებულის დედა აცხადებს, რომ შვილმა ციხიდან წერილი გამოუგზავნა, სადაც აღწერილია თუ რა მძიმე მდგონარეობაში იხდის სასჯელს.

მისი თქმით, შვილს ბოლოს ტელეფონით 27 აგვისტოს ესაუბრა, სწორედ მაშინ უთხრა შვილმა, რომ წერილს გამოუგზავნიდა და ტელეფონით ვერაფერს ეტყოდა. ნიკა ლოგუა წერილში მძიმე და შემზარავ პირობებზე წერს, რაც მისი თქმით ციხეში ხდება. ის სამარტოო საკანში ზის და სასჯელს მკაცრ პირობებში იხდის.ასევე ადმინისტრაციისგან აქვს ფსიქოლოგიური ზეწოლა.

პატიმრის წერილიდან ირკვევა, რომ გარკვეული პერიოდი იშიმშილა, შემდეგ წნეხს ვერ გაუძლო და თვითდაზიანება მიიყენა.

“უყურადღებოდ მიმაგდეს, სისხლისგან დავიცალე, ვკვდებოდი და ისევ ვითხოვე დახმარება, მერე წამიყვანეს და გამკერეს…ალბათ 17 ძაფი მადევს, ძალიან სუსტად ვარ, გთხოვ დედა, უამბე ეს ყველას და დამეხმარე, მხოლოდ 2 დღეა დრო“- წერს პატიმარი.

ადვოკატი სოსო ჯანაშია ამბობს, რომ წერილი, რომელიც დედამ მიიღო, საგანგაშო სიგნალია. თუმცა, გამომდინარე იქედან, რომ პატიმარი სასჯელს ბათუმის დაწესებულებაში იხდის, ორშაბათამდე მისი ნახვა ვერ ხერხდება.

ცნობისთვის, ნიკა ლოგუა 2016 წლის 15 ივნისს ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე, მაღაზია ნიკორაში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე დააკავეს. გამოძიება სსკ 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს და 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ადვოკატის თქმით, საქმეზე საპროცესო შეთანხმება გაფორმდა და ბრალდებულს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, 2 წლიანი პირობითი სასჯელით, რადგან, სოსო ჯანაშიას თქმით, ნიკა ლოგუას წინა, ქურდობის საქმიდან 5 წლიანი პირობითი სასჯელი მოყვებოდა.

25 წლის ნიკა ლოგუას ნახვის უფლება ოჯახის წევრებს არა აქვთ, ამიტომ დედა შვილის ნახვას ვერ შეძლებს. ადვოკატი სოსო ჯანაშია დეტალებში გასარკვევად ბათუმის მე-3 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრის მონახულებას და ვითარებაში გარკვევას ორშაბათს გეგმავს.

Related posts

,,ერთი თბილი ოთახი“-ს პროგრამაში ჩართვის მსურველთა ანკეტირების ეტაპი დასრულდა

რედაქტორი

სოფელ შავღელეში მცხორებ მუსლიმებს ყურბან-ბაირამობა სამეგრელოს გუბერნატორმა მიულოცა

რედაქტორი

სოფელ ლეწურწუმეში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი