STV
რეგიონი

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დრომდე მხოლოდ ორი პაციენტი რჩება

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში, თეთრი გიორგის ქუჩიდან შემოყვანილი მცხოვრებლებიდან ორი რჩება. ისინი სტაციონალურ მკურნალობას გადიან და მათი მდგომარეობა სტაბილურია.

ცნობისთვის, გუშინ თეთრი გიორგის ქუჩაზე მცხოვრები რამდენიმე ადამიანი მოიწამლა. ქუჩის მცხოვრებთა ინფორმაციით, სასმელი ჭის დაბინძურება ძველი საკანალიზაციო მილის გასკდომამ გამოიწვია.

ადგილობრივების მოწამვლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროში “ლაივპრესს” უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას გულისხმობს გაუფრთხილებლობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

Related posts

გიორგი შენგელია – ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი ტურიზმის განვითარება იქნება

რედაქტორი

სოფელ ეწერში საჯარო სკოლის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

რედაქტორი

რუხის საჯარო სკოლაში დედაენის მონუმენტი გაიხსნა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი