STV
ექსკლუზივი

ექსკლუზივი: საკადრო ცვლილებები სამეგრელოში სამართალდამცავი ორგანოებიდან დაიწყება

უახლოეს მომავალში საკადრო ცვლილებები სამეგრელოში სამართალდამცავი ორგანოებიდან დაიწყება. ამის შესახებ STV.GE-ს საკუთარმა წყარომ ექსკლუზიურად განუცხადა. სამეგრელო-ზეემო სვანეთის მხარის პოლიციის უფროსი ნიკოლოზ დიასამიძეს სავარაუდოდ სამცხე-ჯავახეთის პოლიციის მოქმედი უფროსი ავთანდილ გალდავა ჩაანაცვლებს.

ნიკოლოზ დიასამიძის გადაყვანა იგეგმება შინაგან საქმეთა სამინისტროში, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ.

სამხარეო პოლიციაში ცვლილებების შემდეგ ძირეული ცვლილებები იგეგმება ასევე სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში. თითქმის ცხრავე მუნიციპალიტეტში დაგეგმილია პოლიციის უფროსების შეცვლა და ახალი კადრებით ჩანაცვლება.

აღნიშნული საკადრო ცვლილებები სამეგრელოში სექტემბრის ბოლომდეა ნავარაუდევი.

Related posts

ექსკლუზივი: ვინ გახდება ზუგდიდის ახალი ვიცე-მერი?

რედაქტორი

ექსკლუზივი: „კეთილმოწყობის მართვის ცენტრის“ დირექტორი ნოე პერტაია თანამდებობას ტოვებს

რედაქტორი

ფოთის საავადმყოფოს ექიმს გარდაცვლილი პაციენტის ახლობლები ფიზიკურად გაუსწორდნენ

რედაქტორი

დატოვე კომენტარი