STV
რეკლამა

წალენჯიხაში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ტარდება

3 სექტემბერს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მედანის, ობუჯისა და საკალანდიოს მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე , მოქალაქეების პრობლემების შესწავლისას, გამოიკვეთა სოციალურად დაუცველი ოჯახის წარმომადგენლები, რომლებიც საჭიროებდნენ სამედიცინო გამოკვლევებს.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის , ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის მამუკა ცოტნიაშვილისა და სახელმწიფო რწმუნებულის ალექსანდრე მოწერელიას მხარდაჭერითა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ხელმძღვანელობის აქტიური ჩართულობით, დღეს მათ ქალაქ სენაკში,SENAMED-ის ჰოსპიტალში უტარდებათ სხვადასხვა სახის გამოკვლევები და კონსულტაციას უწევენ სხვადასხვა პროფილის ექიმები.

აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სოფელ მედანში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ კვარაცხელიების ოჯახს ,რომლებიც მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებში ცხოვრობენ, ზამთრის დადგომამდე მათი საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია მოხდება.

Related posts

27 სექტემბერი – სოხუმის დაცემის დღე

რედაქტორი

ჩხოროწყუში გაზიფიცირებასთან დაკავშირებული სამუშაოები მიმდინარეობს

რედაქტორი

სალომე ზურაბიშვილი: ერთმანეთისადმი დაპირისპირება უნდა დასრულდეს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი