STV
ექსკლუზივი

ექსკლუზივი: ხობის მაჟორიტარის დედა “ენმ”-ს წევრს დაუპირისპირდა?

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს მოჰყვა. ხობის მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი (დაჩი) ბერაიას დედა, რომელიც ხობის საკრებულოს დეპუტატია, შვილის მიმართ დაწერილ ფეისბუკ სტატუსზე “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატს ია ჯიშკარიან პასუხს სთხოვდა.

როგორც გაბუნიამ STV-ს განუცხადა, მან უბრალოდ ჰკითხა დეპუტატს თუ რატომ უწოდებდა იმ მის ოჯახს კორუმპირებულს.

“მე ეს საკითხი მინდოდა დამესვა საკრებულოს სხდომაზე, თუმცა ვერ მოვახერხე იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ქალბატონი ჯიშკარიანი საკრებულოს სხდომებს არ ესწრება. ამიტომაც, გადავწყვიტე მასთან კაბინეტში შევსულიყავი და გამერკვია ეს საკითხი. სხვა არაფერი არ მომხდარა”-აცხადებს დოდო გაბუნია.

როგორც ხობის ენმს საკრებულოს წევრი ია ჯიშკარიანი აცხადებს, მაშინ როცა ხობის მერიის შენობაში, მეორე სართულზე სადაც საკრებულოს წევრების ოთახებია განლაგებული, მას ,,ქართული ოცნების” ხობის მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი დაჩი ბერაიას დედა, რომელიც ამავე საკრებულოში ერთერთი კომისიის დავმჯდომარეა დაემუქრა და უთხრა რომ კორუფციულ გარიგებებთან დაკავშირებით მის შვილზე – დაჩი ბერაიაზე არ ესაუბრა.

,,გაოგნებული ვიყავი, მაფრთხილებდა არ უნდა შევხებოდი მისი შვილის საქმიანობას, მაშინ როცა მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატი ოფიციალურად ორ კომპანიას ფლობს და ხობის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებს მისი მამიდაშვილის ნუგზარ წოწონავას კომპნია ,,შპს ნიკა@იკას” იგებს. მითითებდა, მიკიოდა რომ არ უნდა გამებედა მისი შვილის სახელის ხსენება. მაქვს ჩანაწერი და ამ ფაქტს სამართლებრივ რეაგირებას მივცემ,”- აცხადებს ია ჯიშკარიანი.

თავის მხრივ, დოდო გაბუნია აცხადებს, რომ ის არავის დამუქრებია და არც არავის წარსულს არ შეხებია. მისი განმარტებით, ის ია ჯიშკარიანთან დღემდე მეგობრობდა, მიუხედავად პოლიტიკური მრწამსისა.

“არავის არ დავმუქრებივარ და არც ხმაური ყოფილა ამ თემაზე საკრებულოში. უბრალოდ გარკვევა მინდოდა, თუ რატომ უწოდებდა ია ჯიშკარიანი ჩემს შვილს კორუმპირებულს. წარსულითაც არავის დავმუქრებივარ და ამ ყველაფერში ის ხალხიც დამემოწმება, ვინც იმ დროს იმყოფებოდა საკრებულოს შენობაში”,-აცხადებს ხობის მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი (დაჩი) ბერაიას დედა, დოდო გაბუნია.

Related posts

“echowaves”-დან ზუგდიდის საავადმყოფოში სამი ახალგაზრდა გადაიყვანეს

რედაქტორი

ექსკლუზივი: ნუკრი ესართია ზუგდიდის მერიამ თანამდებობიდან გაათავისუფლა

რედაქტორი

“ნაციონალების” დაპირისპირების ფონზე “ევროპული საქართველო” ზუგდიდში კანდიდატს აყენებს?

რედაქტორი

დატოვე კომენტარი