STV
რეგიონი

ზუგდიდში ხუთი საჯარო სკოლა რეაბილიტირდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ, ზუგდიდის მერთან გიორგი შენგელიასთან ერთად ,,მილენიუმის“ პროექტის ფარგლებში რეაბილიტირებული მერვე საჯარო სკოლა დაათვალიერა. ამ სკოლასთან ერთად პროექტის ფარგლებში ზუგდიდში მე-10, მე-4, ინგირის მე-2 და დარჩელის პირველი საჯარო სკოლები სრულად რეაბილიტირდა.

პროექტის ფარგლებში მოეწყო საკლასო ოთახები, სპორტული და სააქტო დარბაზები, საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, დამონტაჟდა გათბობის სისტემა, სველი წერტილები. შენობები ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. სკოლები აღჭურვილია ასევე სასკოლო ავეჯითა და ინვენტარით.

Related posts

დავით ფარცვანია აბაშაში ფერმერებს შეხვდა

რედაქტორი

რესტორანმა “ბერმუხამ” ზუგდიდში შშმ პირებს უმასპინძლა

რედაქტორი

ეგნატე შამუგია – თუ ლაშა გოგია უდანაშაულოა, მაშინ მას გადადგომა აიძულეს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი