STV
პოლიტიკა

“თქვენი არაფრის მომტანი ბრიფინგები ყელში ამოვიდა” – როლანდ ახალაია ენმ-ს უპირისპირდება

“ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური გუნდის ქმედებები არაადეკვატურია არსებულ მდგომარეობასთან მიმართებაში და ნუ ლანძღავთ ბატონ ნუგზარს” – წერს როლანდ ახალია საკუთარ Facebook გვერდზე. მისივე თქმით იმის შიშით, რომ ვინმემ ერთიანობის დარღვევაში ბრალი არ დასდონ და მოღალატეობა არ დასწამონ, ხმას არ იღებენ, ამით კი უფრო დიდ ცოდვას ჩადიან.

ახალაია ვახტანგ სუხიაშვილის ფეისბუქ სტატუსს გამოეხმაურა, სადაც ენმ-ს წევრი წერს, რომ პარტია კრიზისშია და ამიტომ პარტიის ხელმძღვანელობის გადადგომას ითხოვს.

“800 ათასი მხარდამჭერი ამომრჩევლის მიზანი და სურვილი ის კი არაა ვიღაცებმა რამოდენიმე ათეული მანდატი მოიპოვონ და თბილად მოკალათდნენ პარლამენტში, არამედ ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შეცვლაა. გაინძერით, ან თავი დაანებეთ მხარდამჭერთა თქვენი კეთილდღეობისათვის გამოყენებას. მიმიფურთხებია თქვენი სადებუტატო ბრძოლისთვის, როგორც ვატყობ მეტი თქვენ არაფერი გაინტერესებთ. თავიდან “სირცხვილის” აქციის ორგანიზატორებზე ვბრაზდებოდი ტრიბუნაზე, რომ არ გიშვებდნენ, მაგრამ მგონია ვცდებოდი, რადგან ბრძოლა და თავგანწირვა თქვენი მოწოდება არაა. თუ რამის შეცვლა გინდათ უნდა იბრძოლოთ და მიკროფონიც ბრძოლით უნდა მოიპოვოთ, მაგრამ თქვენ ბრძოლა არ გინდათ. თქვენი არაფრის მომტანი ბრიფინგები ყელში ამოუვიდა დამშეულ და გაუბედურებულ მზარდამჭრებს, რომელსაც ყოველდღე კარგავთ” – წერს როლანდი ახალაია საკუთარ Facebook გვერდზე.

Related posts

გახარია – განურჩევლად სტატუსისა, ყველას მოეთხოვება შესაბამისი პასუხი

რედაქტორი

ბიძინა ივანიშვილი რუსთავი 2-ს: ტელევიზია არის დახურული , მათ ყავთ მაყურებელი მძევლად აყვანილი და ვერ ხერხდება აზრის მოსმენა

რედაქტორი

გიორგი გახარია – პოლიცია იმოქმედებს კანონის შესაბამისად, მაგრამ ეფექტურად და მკაცრად

რედაქტორი

დატოვე კომენტარი