STV
რეკლამა

სენაკს თანამედროვე სტანდარტების 2 საბავშვო ბაღი შეემატება

სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი პირველ მოადგილესთან გრიგოლ ბაღათურიასთან და მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილთან ერთად, ლტოლვილთა დანიის საბჭოს (DRC) წარმომადგენლობის დირექტორს ვინსენტ დონტოტს და დასავლეთ საქართველოს სამხარეო მენეჯერს მზევი ჯოჯუას შეხვდა.

შეხვედრაზე პროექტის „ეკონომიკური მონაწილეობა, საცხოვრებლით უზრუნველყოფა და სოციალური ინფრასტრუქტურა იძულებით გადაადგილებულ პირთა და მასპინძელი თემებისათვის“ ფარგლებში, საბავშვო ბაღში ,,ოცნება“ სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობაზე, საერთაშორისო ორგანიზაციისა და მუნიციპალიტეტის ერთობლივად განსახორციელებელ უმნიშვნელოვანეს პროექტებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, მომავალ წელს, მშვიდობის ქუჩაზე მდებარე მეოთხე საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყება, რომლის დასრულების შემდეგ, მუნიციპალიტეტს ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღის შენობა შეემატება.

Related posts

ზურაბ ყიფშიძე – სალომე ზურაბიშვილმა კარგად იცის, რა ხდება ქვეყანაში, მსოფლიოში, ევროპაში, ძალიან კარგად

რედაქტორი

სენაკის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში საზეიმო ლიტურგია აღევლინა

რედაქტორი

სენაკის მერიაში მონიტორინგის ჯგუფთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

რედაქტორი

1 კომენტარი

ირნა სექტემბერი 6, 2019 at 5:41 pm

ბოლო ათწლწულების განმავლობაში სენაკში არ განხორციელებულა ასეთი ფართომაშტაბური და მნიშვნელოვანი პოროექტები, გათვლილი საზოგადოებრივ ინტერესებზე და არა პირად პიარზე.

პასუხი

დატოვე კომენტარი