STV
კულტურა

დადიანების სასახლეში ელისო ბოლქვაძის კონცერტი გაიმართა

ცნობილი პიანისტის, იუნესკოს მშვიდობის არტისტის ელისო ბოლქვაძის კონცერტი ზუგდიდში, დადიანების სასახლეში ღია ცის ქვეშ გაიმართა. ელისო ბოლქვაძესთან ერთად კონცერტში მონაწილეობა აფხაზეთის სახელმწიფო კაპელამ ზვიად ბოლქვაძის ხელმძღვანელობით მიიღო.

საღამოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან ალექსანდრე მოწერელიასთან, მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

ზუგდიდში კონცერტი, ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალის ფარგლებში ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტის მეუფე გერასიმეს ლოცვა-კურთხევით გაიმართა.

ზუგდიდელი მსმენელისთვის ელისო ბოლქვაძემ ფრანც შუბერტისა და ფრიდერიკ შოპენის მუსიკალური ნაწარმოებები შეასრულა.

Related posts

ანაკლიაში საერთაშორისო ფოლკლორულ-ლიტერატურული ფესტივალი ,,ანაკლია 2018“ გაიხსნა

რედაქტორი

სალხინოს სასახლის კამერატა დაიხურა

რედაქტორი

,,მე ვარ მხატვარი…“ – ახალგაზრდული თეატრის ,,ფიროსმანი“-ს სპექტაკლი სენაკში

რედაქტორი

დატოვე კომენტარი