STV
სოციალური ქსელი

დავით ფარცვანია – შემიძლია ყველა ემიგრანტთან სკაიფ ქოლი გავმართო

სამეგრელო ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორის პირველი მოადგილე დავით ფარცვანია მზადყოფნას გამოთქვამს სამეგრელოდან ემიგრაციაში მყოფ ემიგრანტებს მოუსმინოს. აღნიშნული გადაწყვეტილება ფარცვანიამ მას შემდეგ მიიღო, რაც სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა ემიგრანტმა ასეთი რამ დაუწერა:

“ეს ბიჭი იმდენს დადის მგონი ვარშავაშიც ჩამოვა ზუგდიდელი ემიგრანტების შესახვედრად…”

საპასუხოდ კი დავით ფარცვანიამ ზუგდიდიდან წასულ ემიგრანტებთან სკაიფ ქოლით მათ პრობლემებზე საუბარი გადაწყვიტა:

“შემიძლია ყველა ემიგრანტთან სკაიფ ქოლი გავმართო, თუ ერთობლივად შეიკრიბებით და ვისაუბროთ გამოწვევებზე, რას ვაკეთებთ და რა შეგვიძლია შემოგთავაზოთ თქვენ. იმედი მაქვს მონაწილეობას მიიღებთ თქვენ და თქვენი ოჯახის წევრები ბევრ სასიკეთო სახელმწიფო პროგრამაში, რაც დაგეხმარებათ შემდგომში ბიზნესის განვითარებაში”-ასე უპასუხა გუბერნატორის პირველმა მოადგილემ ვარშავაში მყოფ ქალბატონს.

Related posts

გიგი უგულავა – ირაკლი ოქრუაშვილი არ პრავდება!

რედაქტორი

5 წლის იოანეს სასწრაფოდ საზღვარგარეთ მკურნალობა ესაჭიროება

რედაქტორი

ჩხოროწყუში ახალგაზრდა ქალმა 112- ის ავტომანქანაში იმშობიარა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი